“მხოლოდ 25 წლის იყო,2 თვის ორსული.. შემდეგ შვილი, ქმარი..” – ნახეთ ტრაგიკული სიყვარულის ისტორია, რომელმაც 31 წლის წინ მთელი საქართველო შეძრა
ამ ტრაგედიამ, 1990 წლის ბოლოს, მთელი თბილისი აალაპარაკა – ახალი წლის წინა დღეებში, დამწვრობის ცენტრში, ახალგაზრდა პერსპექტიული მოცეკვავე, ულამაზესი ირმა დუნდუა, ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. ეს ის პერიოდია, როდესაც თბილისის ქუჩებში შეიარაღებული ბანდფორმირებები დათარეშობდნენ, ტყვიები კი, ჰაერში უმისამართოდ დაქროდა. 31 წლის წინ, 1991 წლის 28 დეკემბერს რუსთაველის გამზირიდან გასროლილმა ბრმა ტყვიამ, ერთი ოჯახის ცხოვრება, სამუდამოდ შეცვალა. სამი თვის ფეხმძიმე ირმა დუნდუა, ქმარ-შვილის თვალწინ მოკლეს. ტრაგიკული ისტორია, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა, ანსამბლ „რუსთავის“ წევრ, ულამაზეს ირმა დუნდუას, მის ვაჟს, ვიტალის და მეუღლე – დევი ქუთათელაძეს ეკუთვნის.
1999 წლის 4 ივლისს ირმას და დევის ვაჟი ვიტალი, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, ხოლო 2016 წელს – მეუღლე, დევი ქუთათელაძე საკუთარ სახლში ცოცხლად დაიწვა. ეს მართლაც უდიდესი ტრაგედია იყო. ქ. თბილისში, სიმონ ჩიქოვანის ქუჩაზე, ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის შესასვლელის დასავლეთ მხარეს, ხის ჩუქურთმიანი კარების თავზე, გამოსახულია ბოლნური ჯვარი ორი წარწერით: „შეიწყალე, უფალო, მხევალი ღვთისა ირმა“, „შეიწყალე, უფალო, მონა ღვთისა ვიტალი“. 1991 წლის 28 დეკემბერი იყო – თბილისში, ომი მძვინვარებდა. კუკიაზე მდებარე დამწვრობის ცენტრის შენობის აივანზე, ირმა დუნდუა ვაჟთან და მეუღლესთან ერთად იდგა, როცა ბრმა ტყვია მოხვდა, ბავშვის თავსა და მეუღლის ხელს შუა გაძვრა და აორტა გაგლიჯა. „მგონი, მომკლესო“ – ადგილზე დატრიალდა, თითქოს უკანასკნელად ცეკვავდა და ქმრისა და შვილის თვალწინ ჩაიკეცა… ირმას და, მანანა დუნდუა, სოციალურ ქსელში, ირმას გარდაცვალების ტრაგიკულ დღეს იხსენებს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს: „უკვე 31 წელი გასულა… სამწუხაროდ, სულიერი ტკივილი ჩემი ცხოვრების თანამგზავრად იქცა. ყველაფერი კი 1991წ-ის 28 დეკემბერს დაიწყო, როცა ჩემი ერთადერთი და, თბილისის ომმა იმსხვერპლა. დამწვრობის ცენტრში მეგობრის სანახავად მისულს, ბრმა ტყვია მოხვდა გულში და მეუღლის და შვილის თვალწინ გარდაიცვალა. მაშინ მთელი თბილისი შეძრა ამ ულამაზესი მოცეკვავე გოგონას, ანსამბლ “რუსთავის” სოლისტის – ირმა დუნდუას ტრაგიკულმა გარდაცვალებამ.
ის მხოლოდ 25 წლის იყო და ორი თვის ორსული მეორე შვილზე… სამწუხაროდ, ეს მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა იმ უბედურებათა ჯაჭვისა, რომელიც ჩვენს ოჯახს დაატყდა… შემდეგ შვილი, ქმარი – ყველანი ტრაგიკულად გარდაიცვალნენ. ძალიან მტკივა გული, რადგან ჩემი დის ფოტოც არ დამრჩა ისეთი, რომელიც მთელი სისავსით წარმოაჩენდა მას ისეთს, როგორიც იყო“ – წერს მანანა დუნდუა. ირმას მეუღლე, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა მეუღლისა და შვილის სიკვდილი, წლების განმავლობაში მარტო ცხოვრობდა – ცოლი აღარ მოუყვანია. მან უდიდესი ტრაგედია გადაიტანა, რაც ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანსაც კი გაუჭირდებოდა. 2016 წლის დასაწყისში კი, ირმას ოჯახში მესამე უბედური შემთხვევა მოხდა, რომელმაც ეს საბედისწერო ჯაჭვი შეკრა. დევის, ავლაბარში პატარა ბინა ჰქონდა. ერთ დღეს, ბინაში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობა სცადა, თუმცა ვერ გაუმკლავდა და ამ ხანძარმა შეიწირა. დაიწვა, ოჯახის ყველა ფოტო. დევი, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა – ირმა 25 წლის იყო, მათი შვილი კი – 15 -ის ხდებოდა.
წყარო: siaxleni. com