ახალი ამბები

რატომ აღარ იღებენ ფილმებში ანა ტყებუჩავს? – ცნობილია რატომ ბლოკავენ და ”ბრაკავენ” მსახიობს

ცნობილი ქართველი მსახიობი ანა ტყებუჩავა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი მთავარი გმირია. ანა ბევრისთვის საყვარელი პერსონაჟია. ანამ ჟურნალ ”თბილისელებთან” გულახდილად ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოპულარული სერიალის მთავარი გმირობა მას სხვა როლების ძიებაში ძალიან უშლის ხელს.

”სხვა როლების შესრულების სურვილი, რა თქმა უნდა, მაქვს, მაგრამ მაყურებელს თუ მაინც ნინად დავამახსოვრდები, პრობლემა არ არის. ხშირად შეიძლება თქვან, რომ „ძალიან ჩცდ“ ვარ და ამ მიზეზით, მაგალითად, არ გადამიღონ ფილმში. მე „დავუბრაკივარ“ იმ მიზეზით, რომ „ძალიან ჩცდ ვარ“. პირადად ჩემთვის ეს ძალიან სასაცილოა და დაუფიქრებლობასა და უსუსურობასთან უფრო არის კავშირში” – ამბობს თბილისელებთან ანა ტყებუჩავა.

ასევე გირჩევთ

Back to top button