13-დან 31 დეკემბრის ჩათვლით – ასეთი მნიშვნელოვანი პერიოდი ამ ზოდიაქოებისთვის წელს არ ყოფილა
13 დეკემბერს პლანეტა მერკური თხის რქის ნიშანში რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს და 31 დეკემბერს მერწყულის ნიშანში დაასრულებს.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს მოვლენა თითოეულ ადამიანზე მოახდენს გავლენას.
როდესაც აღნიშნული პლანეტა რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს, ის სფეროები, რომლებსაც მართავს, ჩვეულებრივ ნელდება, კომუნიკაცია გართულებულია და მომატებული შფოთვა გვაწუხებს.
ვერძის ნიშნის
წარმომადგენლები წლის ბოლოსკენ კარმული პრობლემების გადაჭრის წინაშე აღმოჩნდებიან. უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად, მოგიწევთ, გარკვეულ დათმობებზე წახვიდეთ და საბოლოოდ მოაგვაროთ ის, რაც დიდი ხანია გვერდზე გადადეთ, თუმცა გადაჭრას საჭიროებდა.
კუროს
რეტროგრადული მერკურის პერიოდში ემოციური არასტაბილურობა შეაწუხებს. შესაძლოა, ემოციურად განსაკუთრებით გადაიღალოთ და იფიქროთ, რომ ძალა, მოტივაცია, რომ საქმის გაკეთება განაგრძოთ, აღარ გყოფნით.
ტყუპებმა
ამ პერიოდში კონფლიქტებს თავი მაქსიმალურად უნდა აარიდონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, დიდ დაპირისპირებაში აღმოჩნდეთ.
კირჩხიბებისათვის
რეტროგრადული მერკური ილუზიებისაგან სამუდამოდ გათავისუფლებისა და თავის დაღწევის შესაძლებლობა იქნება. შესაძლოა, ამის გამო ემოციური არასტაბილურობა იგრძნოთ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მოვლენებს რეალური თვალით შეხედოთ.
ლომები
აღნიშნულ პერიოდში უჩვეულო გაღიზიანებასა და უმოტივაციობას იგრძნობენ, ამიტომ შეეცადეთ, დრო მშვიდად გაატაროთ და საყვარელი საქმით დაკავდეთ.
ქალწულები
კი რადიკალური გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდებიან. რეალურად დაინახავთ, ვინ არის თქვენი მეგობარი და ვინ იყენებს კეთილგანწყობასა და დახმარებას ბოროტად.
სასწორის
ნიშნის წარმომადგენლებს კი ასტროლოგები ურჩევენ, რომ რადიკალური და იმპულსური გადაწყვეტილებები არ მიიღონ, რადგანაც შესაძლოა, შედეგით მომდევნო პერიოდში უკმაყოფილო დარჩეთ. ცოტა ხნით არსებული ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობებისაგან დაისვენეთ და ძალები აღიდგინეთ.
მორიელები
აღნიშნულ პერიოდში მომატებულ გაღიზიანებასა და შფოთვას იგრძნობენ, რის გამოც შესაძლოა, სრულიად არასაჭირო კამათსა და დაპირისპირებაში აღმოჩნდნენ, მნიშვნელოვან ადამიანებს აწყენინონ. ამიტომ, ჯობს, კონფლიქტურ სიტუაციებს რეტროგრადული მერკურის პერიოდში განსაკუთრებით მოერიდოთ და დრო მშვიდად გაატაროთ.
მშვილდოსებს
აღნიშნულ პერიოდში შესაძლოა, ყურადღების მიპყრობის გადამეტებული სურვილი გაუჩნდეთ და ამის გამო ზოგჯერ არც თუ ისე ხელსაყრელი გადაწყვეტილება მიიღონ.
თხის რქის
ნიშნის წარმომადგენლები კი მზად უნდა იყვნენ იმისათვის, რომ რეტროგრადული მერკურის პერიოდში უენერგიობას იგრძნობენ და გადაწყვეტილებების მიღებაც გაუჭირდებათ.
მერწყულები
აღნიშნულ პერიოდში მოძველებული ურთიერთობებისა და ნივთებისაგან გათავისუფლების საჭიროებას საბოლოოდ დაინახავენ და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმასაც დაიწყებენ.
თევზებისთვის
ეს პერიოდი შესაძლოა, მატერიალური თვალსაზრისით, არასტაბილური იყოს და ბევრი დაუგეგმავი ხარჯი შეგხვდეთ.