ქართველები ჩვენთან შეტევაში გაცვივდებიან და … უკრაინის ნაკრების მწვრთნელის მოულოდნელი და თვითდაჯერებული განცხდება – geonewest.com
ახალი ამბები

ქართველები ჩვენთან შეტევაში გაცვივდებიან და … უკრაინის ნაკრების მწვრთნელის მოულოდნელი და თვითდაჯერებული განცხდება

ერთა ლიგის მე-2 ტურში საქართველომ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფში 6 ქულით უკვე ერთპიროვნული ლიდერები ვართ.

ჩვენთან შეხვედრის შესახებ კომენტარი უკრაინელმა მწვრთნელმა, ვიტალი კვარციანიმ გააკეთა:

ქართველებთან წინ ორი შეხვედრა გველის და ორივე საინტერესო იქნება. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან საქართველო ყველაზე პროგრესირებადია. წესით, ისინი ჩვენთან თამაშისას შეტევაში გამოცვივდებიან, რის ხარჯზეც უკრაინამ უნდა ისარგებლოს და მეტოქე დაამარცხოს. მჯერა, რომ დარჩენილი ოთხივე შეხვედრის მოგვება და მაყურებლის თვალში სახელის გამოსწორება შეგვიძლია.

– ამბობს კვარციანი.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებს უკრაინა ისტორიაში ჯერ არასდროს დაუმარცხებია, ახლა კი ბიჭებს ამისთვის შესანიშნავი შანსები ექნებათ, რადგან ქართველები ჯგუფს უდანაკარგოდ ლიდერობენ, უკრაინელებს კი ჯერ 1 ქულაც კი არ აუღიათ.

Back to top button