ახალი ამბები
(ვიდეო) “უცნაურიდა დაუჯერებელი ამბავია,დიდ დიღომში ერთ-ერთ კორპუსში ხდება,37 წლის ვარ და ასეთი რამ პირველად ვნახე..”
ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივ კორპუსში უცნაური და დაუჯერებელი ამბავი ხდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ერთ-ერთი მეზობელი სხვადასხვა სართულზე მცხოვრებ მეზობლებს კართან მარილს უყრის და კარზე სანთელს ასხამს, კედლებზე კი უცნაურ ტექსტებს წერს. ერთ-ერთი ქალბატონი, რომელმაც კამერასთან გამოჩენა არ ისურვა, მომხდარის შესახებ დეტალურად საუბრობს.თავიდან იფიქრა, რომ ბავშვები ხუმრობდნენ, თუმცა, როცა ეს შემთხვევა რამდენჯერმე განმეორდა, შეეშინდა. ვარაუდობს, რომ ეს ყველაფერი ბავშვების ხმაურის გამო ხდება; ამბობს, რომ ამ ამბავს სხვა ახსნა არ აქვს.
ახლა კართან სათვალთვალო კამერა დაამონტაჟა და თავს შედარებით უსაფრთხოდ გრძნობს. თუ მსგავსი რამ კიდევ განმეორდება, ზუსტად ეცოდინება, ვინ აკეთებს ამას და შესაბამის ზომებს მიიღებს.
ვიდეო: