ახალი ამბები
ირანულმა რაკეტებმა ისრაელში საქართველოს მოქალაქე იმსხვერპლა – რა ინფორმაციას ავრცელებს საკონსულო?
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელში დაჭრილი საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა.
მათივე ცნობით, კლინიკაში იმყოფება ისრაელში საქართველოს კონსული.
ირანმა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა დღეს განახორციელა. ისრაელის თავდაცვის ძალების პირველადი შეფასებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 რაკეტა გაუშვა. ამასთან, როგორც ისრაელში განაცხადეს, ამ ეტაპზე ირანიდან დამატებითი სარაკეტო შეტევის საფრთხე არ არსებობს.
წყარო: resonancedaily. com