
რუსთავში 12 წლის ბიჭს ავტომობილი დაეჯახა. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ცნობით, არასრულწლოვანი მეგობართან ერთად მეგობრობის გამზირზე ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა, რა დროსაც “ტოიოტას” მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
მოზარდი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
“ინფო რუსთავი”



