“ღამით ბავშვების ოთახს კეტავდა, რომ შვილებთან არ შევსულიყავი… 6 თვის საბა იმის გამო სცემა, რომ ტიროდა, შვილებისთვის არაფერი გაიმეტა” – ინტერვიუ ლუკა კურტანიძის ყოფილ ცოლთან – geonewest.com
ახალი ამბები

“ღამით ბავშვების ოთახს კეტავდა, რომ შვილებთან არ შევსულიყავი… 6 თვის საბა იმის გამო სცემა, რომ ტიროდა, შვილებისთვის არაფერი გაიმეტა” – ინტერვიუ ლუკა კურტანიძის ყოფილ ცოლთან

ლუკა კურ­ტა­ნი­ძის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე გა­და­ვი­და. მის­მა ყო­ფილ­მა ცოლ­მა, ხა­თუ­ნა მი­ქა­ცა­ძემ, სა­ჯა­როდ ისა­უბ­რა ძა­ლა­დო­ბი­სა და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ, რის შემ­დე­გაც მე­დი­ა­ში ლუკა კურ­ტა­ნი­ძის მე­ო­რე ცო­ლიც გა­მოჩ­ნდა.

ინ­ტერ­ვი­უ­ში ქეთი ყვე­ლაშ­ვი­ლი, ლუკა კურ­ტა­ნი­ძის მე­ო­რე მე­უღ­ლე, გვი­ამ­ბობს თა­ვი­ან­თი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ. ქალი იხ­სე­ნებს იმ რთულ პე­რი­ოდს, როცა ლუ­კას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან დევ­ნიდ­ნენ და ოჯახს საფრ­თხე ემუქ­რე­ბო­და. ის ასე­ვე სა­უბ­რობს ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ლუ­კას ქცე­ვის რა­დი­კა­ლურ ცვლი­ლე­ბა­ზე, ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­სა და იძუ­ლე­ბით და­შო­რე­ბა­ზე. ყვე­ლაშ­ვი­ლი უარ­ყოფს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს ხა­თუ­ნა მი­ქა­ცა­ძეს­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი იყო და აცხა­დებს, რომ ლუკა კურ­ტა­ნი­ძის შვი­ლე­ბი დღემ­დე სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თა ბა­ზა­ში არი­ან, რაც მის­თვის დიდი ტკი­ვი­ლია, რად­გან ლუკა კურ­ტა­ნი­ძემ ქო­ნე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი გა­და­მა­ლა და არა­ფე­რი და­უ­ტო­ვა

– ლუკა რომ გა­ი­ცა­ნით, პირ­ველ მე­უღ­ლეს­თან და­შო­რე­ბუ­ლი იყო?

 დიახ, რა თქმა უნდა. ერ­თმა­ნე­თი სა­მე­ბის ტა­ძარ­ში გა­ვი­ცა­ნით, სა­ერ­თო მო­ძღვა­რი გვყავ­და. მრევ­ლი მო­სა­ლო­ცად მივ­დი­ო­დით და მა­მა­ოს მან­ქა­ნა გა­უ­ფუჭ­და. ლუ­კას და­უ­რე­კა და ჩვე­ნი წაყ­ვა­ნა სთხო­ვა. სპორ­ტუ­ლად არ ვცხოვ­რობ­დი, ხე­ლო­ვან ხალ­ხთან მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა და არც ვი­ცო­დი ლუკა ვინ იყო. მე­ო­რედ ნათ­ლის­ღე­ბას შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს, მა­ში­ნაც შემ­თხვე­ვით. ლუკა მიყ­ვე­ბო­და, რომ მისი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე მორ­ჩი­ლად ცხოვ­რობ­და ბოდ­ბის მო­ნას­ტერ­ში და მის სამ შვილს, ლუ­კას და პატ­რო­ნობ­და.

ერთი წლის შემ­დეგ და­ვი­წყეთ ურ­თი­ერ­თო­ბა. პირ­ვე­ლი შვი­ლი საბა შეგ­ვე­ძი­ნა. წყნეთ­ში ვცხოვ­რობ­დით. ერთ წე­ლი­წად­ში გო­გო­ნა ანა-მა­რია შე­მე­ძი­ნა, ამ დროს უკვე ორ­თა­ჭა­ლა­ში გად­მო­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად. საბა ახლა 17 წლის არის, ანა-მა­რია 15 წლის.

 ეს ის წლე­ბია რო­დე­საც ლუ­კას საკ­მა­ოდ მძი­მე ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და მა­შინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან…

– დიახ, სა­ში­ნე­ლი წლე­ბი გვაქვს გავ­ლი­ლი. წყნეთ­ში ბი­ნას ვა­შე­ნებ­დით, გვინ­გრევ­დნენ. ლუ­კას მუ­შა­ო­ბა უნ­დო­და ჭი­და­ო­ბის სფე­რო­ში, იქაც ავიწ­რო­ებ­დნენ. ორი შვი­ლი მყავ­და უკვე ლუ­კამ რომ მი­თხრა, გერ­მა­ნი­ა­ში ხომ არ წა­ვი­დე­თო. ეზო­ში ბავ­შვებს ვერ ვუშ­ვებ­დით, იყო მუ­ქა­რე­ბი. 26 მა­ი­სის აქ­ცი­ა­ზე რომ სცე­მეს, მა­შინ ორ­თა­ჭა­ლა­ში ვცხოვ­რობ­დით, გამ­თე­ნი­ი­სას ტაქ­სით დაბ­რუნ­და სახ­ლში, ვე­ლო­დე­ბო­დი, რა და­მა­ძი­ნებ­და. სას­ტი­კად ნა­ცე­მი მო­ვი­და, თავ­ში უზარ­მა­ზა­რი ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და და სის­ხლი­ა­ნი იყო.

– რო­გო­რი ქმა­რი იყო ლუკა?

– თა­ვი­დან ძა­ლი­ან მზრუნ­ვე­ლი იყო. ბავ­შვი ერთ წლამ­დე ისე გა­ი­ზარ­და, რომ აფ­თი­ა­ქის გზა არ ვი­ცო­დი. ძა­ლი­ან მზრუნ­ვე­ლი იყო. ანა-მა­რი­ამ რომ გა­ვა­ჩი­ნე, რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა. ოფი­ცი­ა­ლუ­რად ხელი არ გვქო­ნია მო­წე­რი­ლი. ჯვრის­წე­რას ვა­პი­რებ­დით ბეჭ­დე­ბი ვი­ყი­დეთ და ერ­თმა­ნე­თის სა­ხე­ლე­ბი გვქონ­და ამოტვიფ­რუ­ლი. ჩვე­ნი ოჯა­ხი და­ინ­გრა იქამ­დე სა­ნამ მის­გან წა­მო­ვი­დო­დი. ეს იყო იძუ­ლე­ბა, სა­ნამ ბო­ლომ­დე მივ­ხვდე­ბო­დი რა ხდე­ბო­და.

სხვა ქალი არ ყო­ფი­ლა ამი­სი მი­ზე­ზი. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა დარ­ღვე­უ­ლი იყო იმი­ტომ, რომ ორი და სამი წლის ბავ­შვებს ღა­მით, ოთახს უკე­ტავ­და და არ მქონ­და უფ­ლე­ბა შევ­სუ­ლი­ყა­ვი შვი­ლებ­თან.

– აღ­ზრდის მე­თო­დი ჰქონ­და ასე­თი? – რა­ტომ კე­ტავ­და ბავ­შვებს.

– მა­გა­ლი­თად საბა რა­ტომ გა­ე­კა­რა მის ვე­ლო­სი­პედს, ბავ­შვი წკეპ­ლით სცე­მა. ალ­ბათ მისი ფსი­ქი­კა იყო ასე­თი. 6 თვის იყო საბა, ჭამა რომ გა­და­უც­და და ტი­რი­ლი და­ი­წყო, ამა­ზე გაბ­რაზ­და და ჩა­არ­ტყა ბავ­შვს. ძგი­დე ახ­ლაც გამ­რუ­დე­ბუ­ლი აქვს ცხვირ­ზე. მი­თხრა, რომ შენ თქვი ბავ­შვი გად­მოგ­ვარ­და სა­წო­ლი­და­ნო. ვიცი, რომ ეს და­უ­ჯე­რე­ბე­ლია და იტყვი­ან ვი­ტყუ­ე­ბი.

– მარ­ტი­ვად გა­გიშ­ვათ თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბი­დან?

– არა, ყვე­ლამ იცის თუ ვინ­მე მიც­ნობს, რომ დე­ი­დას­თან ვი­მა­ლე­ბო­დი ბავ­შვებ­თან ერ­თად. და­შო­რე­ბის შემ­დეგ დე­დას­თან დავ­ბრუნ­დი. ძა­ლი­ან ვიწ­როდ ვცხოვ­რობ­დი ვთხოვ­დი, რომ იმ­დე­ნი სახ­ლე­ბი და ფარ­თე­ბი ჰქონ­და, ჩვენ­თვის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მო­ე­ცა.

13:18 / 02-08-2025

"ღამით ბავშვების ოთახს კეტავდა, რომ შვილებთან არ შევსულიყავი... 6 თვის საბა იმის გამო სცემა, რომ ტიროდა, შვილებისთვის არაფერი გაიმეტა" - ინტერვიუ ლუკა კურტანიძის ყოფილ ცოლთან

ლუკა კურ­ტა­ნი­ძის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე გა­და­ვი­და. მის­მა ყო­ფილ­მა ცოლ­მა, ხა­თუ­ნა მი­ქა­ცა­ძემ, სა­ჯა­როდ ისა­უბ­რა ძა­ლა­დო­ბი­სა და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ, რის შემ­დე­გაც მე­დი­ა­ში ლუკა კურ­ტა­ნი­ძის მე­ო­რე ცო­ლიც გა­მოჩ­ნდა.

ინ­ტერ­ვი­უ­ში ქეთი ყვე­ლაშ­ვი­ლი, ლუკა კურ­ტა­ნი­ძის მე­ო­რე მე­უღ­ლე, გვი­ამ­ბობს თა­ვი­ან­თი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ. ქალი იხ­სე­ნებს იმ რთულ პე­რი­ოდს, როცა ლუ­კას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან დევ­ნიდ­ნენ და ოჯახს საფრ­თხე ემუქ­რე­ბო­და. ის ასე­ვე სა­უბ­რობს ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ლუ­კას ქცე­ვის რა­დი­კა­ლურ ცვლი­ლე­ბა­ზე, ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­სა და იძუ­ლე­ბით და­შო­რე­ბა­ზე. ყვე­ლაშ­ვი­ლი უარ­ყოფს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს ხა­თუ­ნა მი­ქა­ცა­ძეს­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი იყო და აცხა­დებს, რომ ლუკა კურ­ტა­ნი­ძის შვი­ლე­ბი დღემ­დე სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თა ბა­ზა­ში არი­ან, რაც მის­თვის დიდი ტკი­ვი­ლია, რად­გან ლუკა კურ­ტა­ნი­ძემ ქო­ნე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი გა­და­მა­ლა და არა­ფე­რი და­უ­ტო­ვა

– ლუკა რომ გა­ი­ცა­ნით, პირ­ველ მე­უღ­ლეს­თან და­შო­რე­ბუ­ლი იყო?

– დიახ, რა თქმა უნდა. ერ­თმა­ნე­თი სა­მე­ბის ტა­ძარ­ში გა­ვი­ცა­ნით, სა­ერ­თო მო­ძღვა­რი გვყავ­და. მრევ­ლი მო­სა­ლო­ცად მივ­დი­ო­დით და მა­მა­ოს მან­ქა­ნა გა­უ­ფუჭ­და. ლუ­კას და­უ­რე­კა და ჩვე­ნი წაყ­ვა­ნა სთხო­ვა. სპორ­ტუ­ლად არ ვცხოვ­რობ­დი, ხე­ლო­ვან ხალ­ხთან მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა და არც ვი­ცო­დი ლუკა ვინ იყო. მე­ო­რედ ნათ­ლის­ღე­ბას შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს, მა­ში­ნაც შემ­თხვე­ვით. ლუკა მიყ­ვე­ბო­და, რომ მისი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე მორ­ჩი­ლად ცხოვ­რობ­და ბოდ­ბის მო­ნას­ტერ­ში და მის სამ შვილს, ლუ­კას და პატ­რო­ნობ­და.

ასევე დაგაინტერესებთ

19:09 / 29-07-2025

“მისი ინიციატივა იყო, რომ თუ გინდა ოჯახი აღვადგინოთ, თანამესაკუთრე გამხადეო” – რა თქვა ლუკა კურტანიძემ სასამართლოზე? ბრალდებული სასამართლო დარბაზში ატირდა

ერთი წლის შემ­დეგ და­ვი­წყეთ ურ­თი­ერ­თო­ბა. პირ­ვე­ლი შვი­ლი საბა შეგ­ვე­ძი­ნა. წყნეთ­ში ვცხოვ­რობ­დით. ერთ წე­ლი­წად­ში გო­გო­ნა ანა-მა­რია შე­მე­ძი­ნა, ამ დროს უკვე ორ­თა­ჭა­ლა­ში გად­მო­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად. საბა ახლა 17 წლის არის, ანა-მა­რია 15 წლის.

– ეს ის წლე­ბია რო­დე­საც ლუ­კას საკ­მა­ოდ მძი­მე ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და მა­შინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან…

– დიახ, სა­ში­ნე­ლი წლე­ბი გვაქვს გავ­ლი­ლი. წყნეთ­ში ბი­ნას ვა­შე­ნებ­დით, გვინ­გრევ­დნენ. ლუ­კას მუ­შა­ო­ბა უნ­დო­და ჭი­და­ო­ბის სფე­რო­ში, იქაც ავიწ­რო­ებ­დნენ. ორი შვი­ლი მყავ­და უკვე ლუ­კამ რომ მი­თხრა, გერ­მა­ნი­ა­ში ხომ არ წა­ვი­დე­თო. ეზო­ში ბავ­შვებს ვერ ვუშ­ვებ­დით, იყო მუ­ქა­რე­ბი. 26 მა­ი­სის აქ­ცი­ა­ზე რომ სცე­მეს, მა­შინ ორ­თა­ჭა­ლა­ში ვცხოვ­რობ­დით, გამ­თე­ნი­ი­სას ტაქ­სით დაბ­რუნ­და სახ­ლში, ვე­ლო­დე­ბო­დი, რა და­მა­ძი­ნებ­და. სას­ტი­კად ნა­ცე­მი მო­ვი­და, თავ­ში უზარ­მა­ზა­რი ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და და სის­ხლი­ა­ნი იყო.

– რო­გო­რი ქმა­რი იყო ლუკა?

– თა­ვი­დან ძა­ლი­ან მზრუნ­ვე­ლი იყო. ბავ­შვი ერთ წლამ­დე ისე გა­ი­ზარ­და, რომ აფ­თი­ა­ქის გზა არ ვი­ცო­დი. ძა­ლი­ან მზრუნ­ვე­ლი იყო. ანა-მა­რი­ამ რომ გა­ვა­ჩი­ნე, რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა. ოფი­ცი­ა­ლუ­რად ხელი არ გვქო­ნია მო­წე­რი­ლი. ჯვრის­წე­რას ვა­პი­რებ­დით ბეჭ­დე­ბი ვი­ყი­დეთ და ერ­თმა­ნე­თის სა­ხე­ლე­ბი გვქონ­და ამოტვიფ­რუ­ლი. ჩვე­ნი ოჯა­ხი და­ინ­გრა იქამ­დე სა­ნამ მის­გან წა­მო­ვი­დო­დი. ეს იყო იძუ­ლე­ბა, სა­ნამ ბო­ლომ­დე მივ­ხვდე­ბო­დი რა ხდე­ბო­და.

სხვა ქალი არ ყო­ფი­ლა ამი­სი მი­ზე­ზი. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა დარ­ღვე­უ­ლი იყო იმი­ტომ, რომ ორი და სამი წლის ბავ­შვებს ღა­მით, ოთახს უკე­ტავ­და და არ მქონ­და უფ­ლე­ბა შევ­სუ­ლი­ყა­ვი შვი­ლებ­თან.

– აღ­ზრდის მე­თო­დი ჰქონ­და ასე­თი? – რა­ტომ კე­ტავ­და ბავ­შვებს.

– მა­გა­ლი­თად საბა რა­ტომ გა­ე­კა­რა მის ვე­ლო­სი­პედს, ბავ­შვი წკეპ­ლით სცე­მა. ალ­ბათ მისი ფსი­ქი­კა იყო ასე­თი. 6 თვის იყო საბა, ჭამა რომ გა­და­უც­და და ტი­რი­ლი და­ი­წყო, ამა­ზე გაბ­რაზ­და და ჩა­არ­ტყა ბავ­შვს. ძგი­დე ახ­ლაც გამ­რუ­დე­ბუ­ლი აქვს ცხვირ­ზე. მი­თხრა, რომ შენ თქვი ბავ­შვი გად­მოგ­ვარ­და სა­წო­ლი­და­ნო. ვიცი, რომ ეს და­უ­ჯე­რე­ბე­ლია და იტყვი­ან ვი­ტყუ­ე­ბი.

– მარ­ტი­ვად გა­გიშ­ვათ თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბი­დან?

– არა, ყვე­ლამ იცის თუ ვინ­მე მიც­ნობს, რომ დე­ი­დას­თან ვი­მა­ლე­ბო­დი ბავ­შვებ­თან ერ­თად. და­შო­რე­ბის შემ­დეგ დე­დას­თან დავ­ბრუნ­დი. ძა­ლი­ან ვიწ­როდ ვცხოვ­რობ­დი ვთხოვ­დი, რომ იმ­დე­ნი სახ­ლე­ბი და ფარ­თე­ბი ჰქონ­და, ჩვენ­თვის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მო­ე­ცა.

– ამ დროს უკვე ხა­თუ­ნა მი­ქა­ცა­ძე­ზე იყო და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი?

– დიახ, ეს მისი სტი­ლია. ბო­ლომ­დე არ არის გა­შო­რე­ბუ­ლი და სხვა ქალს ატყუ­ებს და ის მოჰ­ყავს ცო­ლად.

– თქვე­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში მისი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე არ გა­მო­ჩე­ნი­ლა?

– დიახ, ის მარ­თლა მორ­ჩი­ლად იყო, შემ­დეგ მე და ლუ­კას ბავ­შვი რომ შეგ­ვე­ძი­ნა, მი­თხრა, რომ ჩა­მო­ვი­და, სახ­ლში, შვი­ლებ­თან დაბ­რუნ­და. მა­პა­ტი­ოს მან, მის შე­სა­ხებ რომ ვსა­უბ­რობ. თუმ­ცა ეს მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­თხრა, იქამ­დე შვი­ლებ­თან ჩა­დი­ო­და, მა­შინ სამი შვი­ლი ჰყავ­და, რა თქმა უნდა, უნდა მი­სუ­ლი­ყო, ამას არც ვკი­თხუ­ლობ­დი. დღე­საც კი აქვთ ბავ­შვებს ურ­თი­ერ­თო­ბა. საბა რომ გა­მიჩ­ნდა, სამი თვის იყო, რო­დე­საც მი­თხრა, რომ მისი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე ნანა, მის­გან ორ­სუ­ლად იყო.

– ლუ­კას მე­ო­თხე შვი­ლი პირ­ველ ცოლ­თან მა­შინ შე­ე­ძი­ნა, რო­დე­საც თქვენ­თან ცხოვ­რობ­და?

– დიახ, ისე­თი სტრე­სი მი­ვი­ღე, რომ ერთი კვი­რა ლო­გი­ნი­დან ვერ ვდგე­ბო­დი.

– რო­გორ აგიხ­სნათ ეს ფაქ­ტი?

– ალ­ბათ მეც სა­თა­ნა­დოდ არ მო­მი­თხო­ვია.

– შემ­დეგ ჩნდე­ბა მის ცხოვ­რე­ბა­ში ხა­თუ­ნა მი­ქა­ცა­ძე. მე­დი­ა­ში ჩნდე­ბა სა­თა­უ­რე­ბი, რო­გო­რი ბედ­ნი­ე­რია ლუკა ახალ ქორ­წი­ნე­ბა­ში. თქვენ და თქვე­ნი შვი­ლე­ბი სად ხართ ამ დროს?

– ვცხოვ­რობ­დი დე­დას­თან… ლუკა კი­დევ მო­დი­ო­და ჩემ­თან, და­ბა­დე­ბის დღე­ზე ტორ­ტიც მო­მი­ტა­ნა, მაგ­რამ სახ­ლში არ დავ­ხვდი.

– რა არ გა­პა­ტი­ათ ლუკა კურ­ტა­ნი­ძემ, რომ ქო­ნე­ბის გა­რე­შე დაგ­ტო­ვათ და ბავ­შვებ­ზე უარი თქვა?

– მა­მას ბავ­შვე­ბის­თვის არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია. სა­სა­მარ­თლომ მოგ­ვცა გორ­გას­ლის ფარ­თი, და­ნარ­ჩე­ნი გა­და­მა­ლა. დარ­ჩა სარ­და­ფი, რო­მე­ლიც მო­სა­მარ­თლემ ბავ­შვებს მი­ა­კუთ­ვნა და ალი­მენ­ტი რა თქმა უნდა. სა­ბას მა­მას ისე ენატ­რე­ბო­და, სი­ცხე­მაც კი მის­ცა, რო­დე­საც ვწერ­დი ამა­ზე პო­ლი­ცი­ას მიგ­ზავ­ნი­და სახ­ლში, რომ ოჯახს მინ­გრევ­სო. ხა­თუ­ნა ორი შვი­ლის დე­დაა და კარ­გად იცის, პა­ტა­რა ბავ­შვე­ბის დე­დას რო­გორ უჭირს და ამას ასე არ მი­ი­ღებ­და. მას­თან რა პი­რა­დი უნდა მნდო­მე­ბო­და, რო­დე­საც ძლივს და­ვეხ­სე­ნი. ხა­თუ­ნას მე მად­ლო­ბაც კი ვუ­თხა­რი. ყო­ველ­თვის ჩუ­მად ვი­ყა­ვი და ჩემ­თვის ვცხოვ­რობ­დი. ოთხ ბან­კში მქონ­და სეს­ხე­ბი, მო­გეხ­სნე­ბათ ბავ­შვებს რამ­დე­ნი უნდა. მე ვერ ვმუ­შა­ობ­დი, დამ­ხმა­რე არა­ვინ მყავ­და. დე­და­საც ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და.

– ქეთი, მარ­თლა ხართ სო­ცი­ა­ლურ და­უც­ველ­თა ბა­ზა­ში?

– დე­დას­თან რომ ვცხოვ­რობ­დი, ბავ­შვე­ბი პა­ტა­რე­ბი იყ­ვნენ და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლის სტა­ტუ­სი მოგ­ვა­ნი­ჭეს. ახლა სა­დაც ვცხოვ­რობთ, ეს ფარ­თი სარ­და­ფად არის გა­ტა­რე­ბუ­ლი. დახ­მა­რე­ბა ვი­თხო­ვე, მივ­მარ­თე მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას და მა­ლე­ვე მო­ვიდ­ნენ, მი­თხრეს რომ გვერ­დში დაგ­ვიდ­გე­ბი­ან. გო­გო­ნას პრობ­ლე­მე­ბი აქვს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი. მე­ო­თხე წე­ლია ვებ­რძვით ამ მდგო­მა­რე­ო­ბას. ბავ­შვმა ექიმს სთხო­ვა მა­მას­თან მინ­და გა­სა­უბ­რე­ბა, მე­ნატ­რე­ბაო. ვცდი­ლობ­დით კონ­ტაქ­ტზე გას­ვლა, ექი­მი და მე, მაგ­რამ არ მოგ­ვაქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა. დაგ­ვბლო­კა…

– რა­ტომ გაბ­რა­ლე­ბენ, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბუ­ლი ხართ ხა­თუ­ნა მი­ქა­ცა­ძეს­თან?

– და­ახ­ლო­ე­ბით ორი თვის წინ, ხა­თუ­ნამ და­მი­რე­კა, თა­ვი­დან მის ზარს არ ვუ­პა­სუ­ხე. შემ­დეგ მომ­წე­რა, ქეთი, გი­რე­კავ იმი­ტომ რომ ბავ­შვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მინ­და შენ­თან სა­უ­ბა­რიო. ასე გა­ვე­დით კონ­ტაქ­ტზე. მი­თხრა, რომ ბავ­შვებს მინ­და ჩემი წი­ლი­დან ბორ­ჯომ­ში ვა­ჩუ­ქო რა­ღაც ნა­წი­ლი.

ამ­დე­ნი წელი ჩუ­მად ვი­ყა­ვი და არა­ფერ­ზე მი­ჩივ­ლია. თუ სა­ჩი­ვა­რი იყო იმ წლებ­ში ვუ­ჩივ­ლებ­დი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი რომ ვი­ყა­ვი. ერთხელ ერთ-ერ­თმა პო­ლი­ცი­ელ­მა მი­თხრა, აქე­დან­ვე წა­ვი­ღებ გან­ცხა­დე­ბა­სო. მაგ­რამ არ გავ­წი­რე. იმ დროს ლუ­კას დევ­ნიდ­ნენ, ვი­ცო­დი, რომ ცი­ხე­ში რომ მოხ­ვედ­რი­ლი­ყო, ცო­ცხა­ლი ვერ გა­მო­ვი­დო­და.

– ლუ­კას მე­ო­თხე ცოლ­თან ხომ არ გქო­ნი­ათ შე­ხე­ბა?

– მე ვიცი, რომ მე­გო­ბა­რი გო­გო­ნაა, ამ კაცს არ უთ­ქვამს არ­სად რომ ცო­ლია. რო­გორც ვიცი, სა­სა­მარ­თლო­ზეც ასე თქვა. ეს გო­გო­ნა ამ­ბობს, რომ მე­უღ­ლეა, ჩვენც გვე­მუქ­რე­ბო­და ერთი თვის უკან მაგ სახ­ლი­დან გაგყრი­თო. ეს მას შემ­დეგ, რო­დე­საც გა­ი­გო, რომ ხა­თუ­ნამ გად­მოგ­ვი­ფორ­მა და ბორ­ჯო­მის სახ­ლის მე­წი­ლე ვი­ყა­ვი. ვერ გა­ვი­გე, რა­ტომ ან რა უფ­ლე­ბით მე­ჩხუ­ბე­ბო­და. რა­ტომ უნდა მეთ­ქვა უარი, კი­დევ რომ მა­ჩუ­ქოს ვინ­მემ, რა­ტომ უნდა ვთქვა უარი. ქო­ბუ­ლე­თის სას­ტუმ­რო მის სა­ხელ­ზეა, ასე­ვე მან­ქა­ნა. თა­ვად ირი­გონ ქო­ნე­ბა, გუ­შინ­დელ­მა თვით­მარ­ქვია ცო­ლებ­მა და მე ორი შვი­ლი ვარ, მო­ვიდ­ნენ და და­ინ­ტე­რეს­დნენ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვცხოვ­რობთ.

– რა არის თქვე­ნი სათ­ქმე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, იმ­სა­ხუ­რებს იმას რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც დღეს ლუკა კურ­ტა­ნი­ძეა?

– ტყუ­ი­ლია, რომ ხა­თუ­ნას­თან შეკ­რუ­ლი ვი­ყა­ვი და ისე გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ ეს ფაქ­ტი. იმ დღეს ჩემს შვი­ლებ­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად ბოდ­ბე­ში ვი­ყა­ვი. მსგავ­სი არა­ფე­რი უთ­ქვამს ხა­თუ­ნას ჩემ­თვის. თან მე ამ დროს შე­ტა­ნი­ლი მაქვს გან­ცხა­დე­ბა ალი­მენ­ტის გაზ­რდა­ზე, და­კის­რე­ბუ­ლიც აქვს და მისი სა­შე­მო­სავ­ლოც გა­მო­ვი­თხო­ვეთ. ამ დროს მე მივ­დი­ვარ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი დედა და ვმოქ­მე­დებ ისე, რომ ის და­ა­კა­ვონ?

სულ მჯე­რო­და, რომ ის თა­ვი­სი შვი­ლე­ბის­თვის რა­ღა­ცას გა­ი­მე­ტებ­და. ერთხელ ერთ-ერ­თმა ცნო­ბილ­მა იუ­რის­ტმა მე­ჩხუ­ბა, რა­ტომ უკარ­გავ შენ შენს შვი­ლებს იმას რაც მა­თია. რა­ტომ ზი­ხარ და რა­ტომ გი­ჭირს. ამან გა­მო­მა­ფხიზ­ლა და მა­შინ იყო ბან­კი­დან ბან­კში რომ ვფა­რავ­დი ვა­ლებს. თა­ვად და­მიდ­გა გვერ­დში და ის მი­ნი­მუ­მი ალი­მენ­ტი და­ვა­ნიშ­ვნი­ნეთ. ყვე­ლა­ფე­რი გა­და­სახ­ვი­სა და ის სარ­და­ფი სა­დაც ვცხოვ­რობთ, მო­სა­მარ­თლემ მი­ა­ნი­ჭა ბავ­შვებს. სამ­გორ­ში ბინა უყი­და თა­ნა­ცხოვ­რე­ბი­სას ბავ­შვებს, მშე­ნე­ბა­რე­ში. დას­რულ­და თუ არა, მა­შინ­ვე გა­უ­ყი­და ბავ­შვებს.

– რამე ხომ არ დაგ­რჩათ სათ­ქმე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის?

– პრო­კუ­რა­ტუ­რას მივ­მარ­თე უკვე იმ ცი­ლის­წა­მე­ბა­ზე რა­საც ჩემს შვი­ლებ­ზე და ჩემ­ზე წე­რენ. შექ­მნი­ლი აქვთ ყალ­ბი პრო­ფი­ლით და და­მა­ლუ­ლად სა­უბ­რო­ბენ ჩემ­ზე. ვთხოვ მათ გა­მოჩ­ნდნენ, ნუ იმა­ლე­ბი­ან და ისე გან­ვი­ხი­ლოთ საქ­მე.

Back to top button