ახალი ამბები
“მუცლით ანგელოზი დაგყავდა…” – საშინელ ავარიას ორსული 20 წლის გოგონა ემსხვერპლა
საგარეჯოში მომხდარ ავტოკატასტროფას 20 წლის გოგონა ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა 19 დეკემბერს მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც გოგონა ადგილზე დაიღუპა.
გარდაცვლილი საგაროჯოელი ახალგაზრდა დადუ კერატიშვილია. ის ახალდაქაორწინებული იყო და ბავშვს ელოდებოდა.
„არ მჯერა, რომ დედამ შენზე მითხრა… ჩემო ბავშვობის მეგობარო, შენ ხომ მუცელში ანგელოზი გყავდა, ჩემო ლამაზო… შენ ხომ ბედნიერი იყავი შენი ცხოვრებით და ათბობდი შენს გვერდზე მყოფ ადამიანებს…“ – წერს ახლობელი.