7 ფილმი, რომელშიც მსახიობები რეალურად დაკავდნენ ურთიერთობით ყველანაირი დუბლიორის გარეშე – geonewest.com
სხვა

7 ფილმი, რომელშიც მსახიობები რეალურად დაკავდნენ ურთიერთობით ყველანაირი დუბლიორის გარეშე

მსახიობობა მოითხოვს, იყო მზად ნებისმიერი ტიპის სიგიჟისთვის. მსახიობებს უწევთ, მოერგონ და გაუმკლავდნენ ყველა სიტუაციას. ზოგჯერ ხდებიან ქმრები, შეყვარებულები, ზოგჯერ საყვარლებიც და სექსუალური პარტნიორებიც კი. ამ უკანასკნელ როლში მსახიობთა ნაწილი ზედმეტად ეფლობა და ისინი მართლაც აკეთებენ ამას, მათ მართლაც აქვთ სექსი. ქვემოთ ჩამოთვლილი ფილმები კი მცირე ნაწილია, სადაც ინტიმური სცენები სულაც არ ყოფილა თამაში და მსახიობებს სექსი მართლა ჰქონდათ:

9 სიმღერა (9 Songs)

მაიკლ უიტერბოტომსის ეს ფილმი ახალგაზრდა წყვილის, მეტისა და ლიზას შესახებაა, რომელთა ურთიერთობა პოპულარული ბრიტანული ინდი ბენდების 9 კონცერტის ჩატარების განმავლობაში გრძელდებოდა. 

სიყვარული (LOVE)

სიყვარული ბოროტებასა და სიკეთეზე მეტია. სიყვარული – ეს გენეტიკური მოთხოვნილებაა. ეს ძღვენიცაა და წყევლაც. სიყვარული – ავადმყოფობაა, ნარკოტიკია. სიყვარული – ყველაზე მშვენიერი და ყველაზე საშინელი გრძნობაა ჩვენს ცხოვრებაში. სწორედ ამ ყველაფრის გადმოცემას ცდილობს რეჟისორი ფილმში, რომელიც ერთი ახალგაზრდა კაცის და ორი გოგოს სიყვარულისა და ვნების ისტორიაზეა. 

ჯოჯოხეთის ანატომია (ANATOMY OF HELL)

ქალი გონების დაბინდებამდე ლამაზია, მაგრამ რატომღაც ყურადღებას არავინ აქცევს. ამ კაცს ქალები არ იზიდავს. ლამაზი ქალი მზად არის, გადაიხადოს, რომ ყურადღება მიაქციონ. მოკლედ, სიამოვნების და ბრძოლის 4 ენითაუწერელი ღამე. 

პოლა იქსი (Pola X)

ფილმი ახალგაზრდა მწერლისა და შავგვრემანი ქალის მისტიკურ ურთიერთობაზე მოგვითხრობს. 

შორტბუსი (Shortbus)

შორტბუსში მოქმედება ვითარდება სექსუალური მრავალფეროვნების მოყვარული ადამიანების გარშემო, რომლებიც ნიუ-იორკის კლუბში ერთიანდებიან. ეს ანდერგრაუნდ სტილის ხალხი ბრუკლინის ერთ-ერთ სალონში იკრიბება. ფილმში გამოყენებულია სხვადასხვა სექსუალური, ნატურალურად გადაღებული სცენა.  

ნიმფომანი

ავტორიტეტულმა ფრანგულმა ჟურნალმა Cahiers du Cinema-მ 2014 წლის ერთ-ერთ საუკეთესო კინოფილმად დაასახელა. რეჟისორმა თავიდანვე აღნიშნა, რომ ამ ფილმში რეალური სექსი იქნებოდა.

ტკბილი ფილმი (SWEET MOVIE)

მულტიმილიონერის დედა ტელეკონკურსში იდეალურ, ქალწულ გოგონას ირჩევს საკუთარი ვაჟისთვის. პარალელურად, შეშლილი ქალი მართავს გემს მდინარეში. იუგოსლაველი რეჟისორი დუსან მაკავაჟეკი ამ ორ ისტორიას შოკისმომგვრელი, ნაცისტების ექსპერიმენტის ქვეშ გვიჩვენებს.

Back to top button