“ყველაზე კეთილი ადამიანი ხარ ვისაც ვიცნობ და მინდა უბედნიერესი იყო სიცოცხლის ბოლომდე, რაც ჩვენ სამწუხაროდ აღარ გამოგვივა“ – ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუას დაშორდა
ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბიზნესმენ დავით კოდუას დაშორდა.
ფოტომოდელი და ინფლუენსერი, ინსტაგრამზე ერთობლივ ფოტოსაც აქვეყნებს და კოდუას, ერთად გატარებული წლებისთვის, მადლობას უხდის.
„ბევრი ჭორის თავიდან აცილების მიზნით ვწერ ძვირფასებო. ჩვენ დავშორდით ოფიციალურად. მიჭირს, თუმცა დიდი მადლიერებით და სრულიად გაცნობიერებულად. საოცარი თავგადასავლებით სავსე ვნებათაღელვა, სიყვარული და თანაცხოვრება დასრულდა. ვრჩებით მეგობრებად სამუდამოდ და სულ ვიქნებით ერთმანეთის გულშემატკივრები.
მადლობა დათუჩა ყველაფრისთვის, სიყვარულისთვის, თავგანწირვისთვის, გაბედნიერებისთვის!
ყველაზე კეთილი ადამიანი ხარ ვისაც ვიცნობ და მინდა უბედნიერესი იყო სიცოცხლის ბოლომდე, რაც ჩვენ სამწუხაროდ აღარ გამოგვივა“, – წერს ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ალექსანდრა პაიჭაძეს და დავით კოდუას საერთო შვილი, ვიქტორია ჰყავთ.