(ვიდეო) მამაკაცი, რომელმაც ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში უკანალზე ხელი მო…, დააკავეს – geonewest.com
ვიდეო

(ვიდეო) მამაკაცი, რომელმაც ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში უკანალზე ხელი მო…, დააკავეს

ესპანური ტელეარხის Cuatro-ს ჟურნალისტი იზაბელ ბალადო პირდაპირ ეთერში სექსუალური შევიწროების წინაშე აღმოჩნდა. მას მადრიდის ერთ-ერთი ქუჩიდან მიყავდა რეპორტაჟი ადგილობრივ მაღაზიაში მომხდარ ინციდენტის შესახებ, როდესაც გამვლელმა მუქი სათვალეებით დუნდულებზე ხელი მოუთათუნა, წერს ესპანურ გამოცემა El País-ი.
ჟურნალისტი მიკროფონში საუბრობდა, როცა იგრძნო, რომ ვიღაცამ დუნდულებზე ხელი მოუსვა. უზნეო ხისთავიანმა არამარტო დაარღვია გოგონას პირადი სივრცე, არამედ პირდაპირი ეთერი შეაწყვერინა კითხვით, თუ რომელი ტელევიზიიდან იყო.
გოგონამ სთხოვა წასულიყო და მიეცა მუშაობის საშუალება, მაგრამ მამაკაცი იქვე დადგა. ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში ნახა გადაცემის თანაწამყვანმა ნაჩო აბადმა, რომელიც სიტუაციაში ჩაერია და პარტნიორს მხარი დაუჭირა:” იზა, მესმის, რომ ეს შენთვის უკიდურესად არასასიამოვნო მომენტია და სრულიად ამაზრზენი სიტუაციაა.”

სათვალეებში გამოწყობილმა უცნობმა გოგონაზე კიდევ ერთხელ სცადა და წასვლის წინ თმებზე მოეფერა. თუმცა, არ გავითვალისწინა, რომ პირდაპირ ეთერში უკვე გამოჩნდა:
“ჩვენ გადავიღეთ… ბოდიშიც კი არ მოიხადა, იზაბელა! შენ აკეთებ შენს საქმეს და მერე მოდის ეს იდიოტი და შენს დუნდულებს ეხება პირდაპირ ეთერში, ამის უფლება არა აქვს.” – აღშფოთდა გადაცემის თანაწამყვანი.
როდესაც ინციდენტის კადრები ინტერნეტში გავრცელდა, მთელს ესპანეთში ხალხმა ხმამაღლა გამოთქვა პროტესტი, ჰეშთეგით #SeAcabó (მორჩა), რომელიც გაჩნდა მას შემდეგ, რაც ესპანეთი აგრძელებს ბრძოლას გასულ თვეში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე ატეხილი სკანდალის გარშემო, როდესაც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლუის რუბიალესმა ესპანელ ვარსკვლავს, ჯენიფერ ჰერმოსოს ტუჩებში აკოცა.

ავტორები:geonewest.com

Back to top button