ვინ არის საქართველოს მომავალი პირველი ლედი? – geonewest.com
ახალი ამბები

ვინ არის საქართველოს მომავალი პირველი ლედი?

ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა.

ყაველაშვილი დაოჯახებულია და ცოლად მომღერალ ლიზა ბაგრატიონის და თამარ ბაგრატიონი ჰყავს.

წყვილს სამი საერთო შვილი ჰყავთ: მარიამ ყაველაშვილი 1996 წელს ინგლისში, მანჩესტერში დაიბადა, გურამი – 2001 წელს, შვეიცარიაში, ციურიხში, მესამე შვილი – ელისაბედ ყაველაშვილი, 2013 წელს, თბილისში დაიბადა. თამარ ბაგრატიონს ჰყავს კიდევ ერთი შვილი, პირველი ქორწინებიდან – გიორგი ივანიშვილი, რომელიც 1989 წელს, თბილისში დაიბადა.

თა­მა­რი პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბა­ში პო­ლი­ტი­კოს ნი­კო­ლოზ ივა­ნიშ­ვი­ლის ძმას­თან, ბიჭი ივა­ნიშ­ვილ­თან იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მე­ლიც სა­უ­ბე­დუ­როდ, გარ­და­იც­ვა­ლა. თა­მარ ბაგ­რა­ტი­ო­ნის პირ­ვე­ლი შვი­ლი გი­ორ­გი ივა­ნიშ­ვი­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლია. 31 წლის ნა­ხე­ვარმცველ­მა 2 წლის წინ სას­ნო­ვი­ე­ცის „ზაგ­ლე­ბი­ეს­თან“ კონ­ტრაქტს ხელი სე­ზო­ნის ბო­ლომ­დე მო­ა­წე­რა. სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდუ­ლი ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი წევ­რი ბოლო წლებ­ში სა­ჩხე­რის „ჩი­ხუ­რა­ში“ თა­მა­შობ­და.

Back to top button