-13 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა… – როგორი ამინდი გველოდება ამ თვეში – geonewest.com
ახალი ამბები

-13 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა… – როგორი ამინდი გველოდება ამ თვეში

როგორი ამინდი იქნება საქართველოში დეკემბერში? – ამის შესახებ გარემოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი, სვეტლანა ნიორაძე საუბრობს.

„დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ველოდებით საშუალო ტემპერატურას +1 გრადუსით მაღალს. ნალექი დასავლეთ საქართველოში ნორმის ფარგლებში და მასზე მეტია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ნორმის ფარგლებში. დეკემბერში ყველანაირი ნალექი შესაძლოა ვიხილოთ.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ცალკეულ დღეებში შესაძლოა +19 გრადუსამდე მოიმატოს ტემპერატურამ, დღის მაქსიმალური ტემპერატურა. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +16 გრადუსამდე. ღამით კოლხეთის დაბლობზე შესაძლოა ცალკეულ დღეებში ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაეცეს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, შიდა ქართლში -13 გრადუსამდე შესაძლოა დაეცეს, ხოლო ქვემო ქართლში -8 გრადუსამდე“, – გვითხრა სვეტლანა ნიორაძემ.

Back to top button