ახალი ამბები
(ვიდეო) სუსტი გულის ადამიანები ნუ ნახავთ – რა ხდებოდა პრაღაში სროლის დროს
ბოლო ინფორმაციით, პრაღის უნივერსიტეტში მომხდარ სროლას 14 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 25 დაშავდა. როგორც „ქრონიკა“ შემთხვევის ადგილიდან იუწყება, მსხვერპლის რაოდენობა შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან რამდენიმე დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
როგორც ირკვევა, თავდამსხმელი კარლის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. 24 წლის დავიდ კოზაკი დედაქალაქიდან 20 კილომეტრში მდებარე სოფელ ჰოსტოუნში ცხოვრობდა. მან თავდასხმამდე Telegram-ში დაწერა, რომ ადამიანების დახოცვას აპირებდა.
მომხდარის გამო, ჩეხეთის მთავრობამ 23 დეკემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.