2023 წლის ყველაზე მდიდრული და ხმაურიანი 11 ქორწილი – ცნობილები, რომლებიც გასულ წელს დაოჯახდნენ – geonewest.com
საზოგადოება

2023 წლის ყველაზე მდიდრული და ხმაურიანი 11 ქორწილი – ცნობილები, რომლებიც გასულ წელს დაოჯახდნენ

2023 წელი არა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რად იყო დატ­ვირ­თუ­ლი, არა­მედ შო­უ­ბიზ­ნეს­შიც სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბე­ბი­დან ამ სტა­ტი­ა­ში 2023 წლის ყვე­ლა­ზე ხმა­უ­რი­ან, მდიდ­რულ და გრან­დი­ო­ზულ ქორ­წი­ლებს წარ­მო­გიდ­გენთ…

თაკო ნაც­ვლიშ­ვი­ლი და ოთო ხუ­რო­ძე

2023 წელს ულა­მა­ზე­სი ქარ­თვე­ლი მო­დე­ლი თაკო ნაც­ვლიშ­ვი­ლი და­ქორ­წინ­და. მისი რჩე­უ­ლი ოთო ხუ­რო­ძე გახ­და. წყვილ­მა ქორ­წი­ლი იტა­ლი­ა­ში გა­და­ი­ხა­და. პა­ტარ­ძალს Vera Wang-ის სა­ქორ­წი­ლო კაბა ეცვა, უზარ­მა­ზა­რი შლე­ი­ფით.

ნიკა ხა­ზა­რა­ძე და ნა­ტა­ლია მორ­ჩი­ლა­ძე

კა­ხეთ­ში იქორ­წი­ნა ბიზ­ნეს­მენ და პო­ლი­ტი­კოს მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის ვაჟ­მა. ნიკა ხა­ზა­რა­ძი­სა და ნა­ტა­ლია მორ­ჩი­ლა­ძის გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი “შატო მუხ­რან­ში“ გა­ი­მარ­თა.

თა­თია შა­რან­გია და ჯარ­ჯი თო­რა­ძე

ზა­ფხულ­ში მე­სა­მედ იქორ­წი­ნა პი­ა­ნის­ტმა და ტე­ლე­წამ­ყვან­მა თა­თია შა­რან­გი­ამ. ცნო­ბი­ლი სახე ჯარ­ჯი თო­რა­ძე­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ქორ­წინ­და. ქორ­წი­ლის ცე­რე­მო­ნია 5 ივ­ნისს, პა­ტარ­ძლის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­მარ­თა. შა­რან­გი­ამ და თო­რა­ძემ გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი მცხე­თა­ში, “მა­რა­ნი ჰოლ­ში“ გა­და­ი­ხა­დეს. ქორ­წილს უამ­რა­ვი ცნო­ბი­ლი სახე ეს­წრე­ბო­და.

რუს­კა ქარ­ქა­შა­ძე და ლაშა მო­წო­ნე­ლი­ძე

2023 წელს მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი რუს­კა ქარ­ქა­შა­ძე და­ქორ­წინ­და. რუს­კას რჩე­უ­ლი ლაშა მო­წო­ნე­ლი­ძეა, რო­მე­ლიც ბიზ­ნე­სის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობს. წყვი­ლი თით­ქმის ერთი წე­ლია, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ერ­თად ჩნდე­ბა. ლუ­კამ საყ­ვა­რელ ქალს ხელი იტა­ლი­ა­ში სთხო­ვა, სა­დაც რუს­კას და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, მე­გობ­რებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

კატო კო­პა­ლე­იშ­ვი­ლი და ლე­ვან ბა­სი­ლაშ­ვი­ლი

თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლის უფ­როს­მა ქა­ლიშ­ვილ­მა, კატო კო­პა­ლე­იშ­ვილ­მა ჯვა­რი და­ი­წე­რა. ულა­მა­ზე­სი ცე­რე­მო­ნია კა­ხეთ­ში, თე­ლა­ვის რა­ი­ონ­ში, Silver lakes farm-ში გა­ი­მარ­თა. წყვილს ჯვა­რი და­წე­რა უკ­რა­ი­ნის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის მღვდელ­მა, მამა ლეონ გე­ლო­ვან­მა. კატო სა­კურ­თხე­ველ­თან მა­მამ, კოტე კო­პა­ლე­იშ­ვილ­მა მი­იყ­ვა­ნა. მშობ­ლე­ბის ჯვრის­წე­რის დროს მო­ი­ნათ­ლა კა­ტო­სა და ლე­ვა­ნის შვი­ლიც, ალექ­სან­დრა-მა­რი­ა­მი. კა­ტოს რჩე­უ­ლი ლე­ვან ბა­სი­ლაშ­ვი­ლია. წყვილ­მა ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ 2020 წელს გა­ნა­ცხა­და. 2022 წლის ზა­ფხულ­ში კი შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ.

შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი და მა­რი­ამ ტა­რი­ე­ლაშ­ვი­ლი

შე­მოდ­გო­მა­ზე PosTV-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი მე­სა­მედ და­ო­ჯახ­და. ქორ­წი­ლის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­გობ­რებ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნეს. ტე­ლე­წამ­ყვა­ნის რჩე­უ­ლი მა­რი­ამ ტა­რი­ე­ლაშ­ვი­ლია. ქალი ერთ-ერთ სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობს.

მა­რი­ამ მა­თი­აშ­ვი­ლი და დათო თო­ფუ­რია

გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­და სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის სო­ლის­ტმა მა­რი­ამ მა­თი­აშ­ვილ­მა. ცნო­ბი­ლი მო­ცეკ­ვა­ვის, თეა დარ­ჩი­ას შვილს, გა­სულ ზა­ფხულს ხელი სთხო­ვეს. მა­რი­ა­მის რჩე­უ­ლი დათო თო­ფუ­რი­აა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ნიშ­ნო­ბის შემ­დეგ წყვილ­მა არ­და­დე­გე­ბი იტა­ლი­ა­ში გა­ა­ტა­რა, შემ­დეგ – პა­რიზ­ში, სა­ი­და­ნაც მა­რი­ა­მი ულა­მა­ზეს კად­რებს გვი­ზი­ა­რებ­და. მა­რი­ა­მის რჩე­უ­ლი დათო თო­ფუ­რი­აა.

ჯაბა ჩხარ­ტიშ­ვი­ლი და ნატო ყაფ­ლა­ნიშ­ვი­ლი

2023 წელს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა მცხე­თა­ში, “მა­რა­ნი ჰოლ­ში“ გა­მარ­თუ­ლი კი­დევ ერთი მდიდ­რუ­ლი და გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი. მი­ლი­ო­ნერ ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლის ძმის­შვილ­მა, ჯაბა ჩხარ­ტიშ­ვილ­მა, დე­პუ­ტატ კახა ოქ­რი­აშ­ვი­ლის დის­შვილ­ზე, ნატო ყაფ­ლა­ნიშ­ვილ­ზე იქორ­წი­ნა.

ქორ­წილს ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი და­ეს­წრნენ, მათ შო­რის ბიზ­ნეს­მე­ნი ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლი და პა­ტარ­ძლის ბიძა, ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი და ბიზ­ნე­მე­ნი კახა ოქ­რი­აშ­ვი­ლი. ქორ­წილს ეს­წრე­ბო­და ასე­ვე პო­ლი­ტი­კო­სი არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე, ძმას­თან ერ­თად.

და­თუ­ჩა ბურ­ჭუ­ლა და ზოზი ქარ­და­ვა

კა­ხეთ­ში, წი­ნან­დლის მა­მულ­ში გა­და­ი­ხა­და ქორ­წი­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძის ვაჟ­მა, და­თუ­ჩა ბურ­ჭუ­ლა­ძემ. პა­ტარ­ძა­ლი ქარ­თუ­ლი ჩოგ­ბურ­თის ამო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვი წა­ლენ­ჯი­ხე­ლი ზო­ზია ქარ­და­ვა გახ­ლდათ. გრან­დი­ო­ზულ ქორ­წილს, რო­გორც ქარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის, ისე პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა ეს­წრე­ბო­და. სა­ღა­მო მსა­ხი­ობ­სა და ტე­ლე­წამ­ყვან რუს­კა მა­ყაშ­ვილს მი­ყავ­და, ხოლო სცე­ნა­ზე იდ­გნენ თე­ატ­რა­ლუ­რი კვარ­ტე­ტი და ნატო მე­ტო­ნი­ძე. ცნო­ბილ სტუმ­რებს შო­რის იყ­ვნენ, ჩოგ­ბურ­თე­ლი ირაკ­ლი ლა­ბა­ძე, მომ­ღერ­ლე­ბი ბაბი კირ­კი­ტა­ძე და ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და კად­რე­ბი, სა­დაც ჩან­და, რო­გორ მღე­როდ­ნენ სცე­ნა­ზე თე­ატ­რა­ლუ­რი კვარ­ტე­ტის ბი­ჭებ­თან ერ­თად დე­პუ­ტა­ტი ირაკ­ლი ზარ­ქუა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძე.

ხვი­ჩა კა­ვარ­ცხე­ლია და ნიცა თა­ვა­ძე

ფეხ­ბურ­თის ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვი, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია 16 ოქ­ტომ­ბერს და­ქორ­წინ­და. “კვა­რას“ რჩე­უ­ლი ნიცა თა­ვა­ძე გახ­ლდათ. წყვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში, სამ­თავ­როს მო­ნას­ტერ­ში და­ი­წე­რა ჯვა­რი.

გი­ორ­გი რცხი­ლა­ძე და აი­ნათ ქსენ­ბაი

შე­მოდ­გო­მა­ზე კი­დევ ერთ გრან­დი­ო­ზულ ქორ­წილს უმას­პინ­ძლა კა­ხეთ­მა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლიც კი ეს­წრე­ბო­და.

წი­ნან­დლის მა­მულ­ში გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი ბიზ­ნეს­მენ­მა გი­ორ­გი რცხი­ლა­ძემ გა­და­ი­ხა­და. რცხი­ლა­ძე წლე­ბია, რაც მსა­ხი­ობ და მო­დის დი­ზა­ნერ აი­ნათ ქსენ­ბა­ი­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. ქორ­წილს პრე­ზი­დენ­ტის გარ­და, ძი­რი­თა­დად უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. წყვილ­მა ჯვა­რი ალა­ვერ­დის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში და­ი­წე­რა.

Back to top button