როგორ გიკავიათ ტელეფონი და რას ამბობს პიროვნებაზე ტელეფონის ხელში დაკავების მეთოდი. – geonewest.com
საინტერესო

როგორ გიკავიათ ტელეფონი და რას ამბობს პიროვნებაზე ტელეფონის ხელში დაკავების მეთოდი.

ხშირად, თქვენი ყველაზე მარტივი ქცევის მანერაც კი გადმოგვცემს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორი ადამიანი ხართ, როგორ უმკლავდებით პრობლემებს ან როგორ აგვარებთ ურთიერთობებს.

არ ვაქცევთ ყურადღებას ჩვენს პატარა ჩვევებს, რომლებსაც ბევრი რამის ახსნა შეუძლიათ ჩვენი ტვინის მუშაობაზე და საკუთარ პიროვნებაზე.

მაგალითად, როგორ გიკავიათ ტელეფონი ხელში. ამას შეუძლია ბევრი რამ თქვას თქვენზე – როგორ ფიქრობთ და მოქმედებთ. დააკვირდით საკუთარ თავს და მოხიბლული დარჩებით იმით, თუ რამდენ რამეს შეიტყობთ საკუთარ პიროვნებაზე.

მკვლევარებმა გამოიკვლიეს როგორ უჭირავთ ადამიანებს საკუთარი ტელეფონები ხელში. აღმოჩნდა, რომ ეს პირდაპირ ასახავს ჩვენს პიროვნებას.

არსებობს ტელეფონის ხელში დაკავების 4 ძირითადი მეთოდი და თითეული მათგანი შეესაბამება ადამიანის ხასიათს.

გაარკვიეთ, როგორი პიროვნება ხართ თქვენ!

1. ტელეფონი გიკავიათ ერთ ხელში და ტექსტი შეგყავთ ცერა თითით.

თუ ტელეფონი ერთი ხელით გიკავიათ, ეს ადასტურებს თქვენს მრავალმხრივობას. თქვენ ორგანიზებული და დისციპლინირებული ხართ, ყოველთვის გესმით რაა თქვენთვის კარგი და რა ცუდი.

უფრო მეტად გიყვართ ლაპარაკი- ვიდრე მოსმენა, მაგრამ სპეციალურად თქვენ ბუზსაც არ აწყენინებთ. შეგიძლიათ გაარჩიოთ წრფელი სიყვარული ყალბისგან.

თუმცა, როდესაც საქმე ურთიერთობამდე მიდის, გარისკვა არ შეგიძლიათ. არ ჩქარობთ ვალდებულებების მიღებას.

თავიდან ცოტა განზე დგახართ, მაგრამ როგორც კი ადამიანი მოიპოვებს თქვენს ნდობას, თქვენ ბოლომდე იხსნებთ.

2. ტელეფონი გიკავით ორივე ხელით და ტექსტი შეგყავთ ცერა თითით.

ეს აჩვენებს იმას, რომ იმედი გაქვთ დაგიცავენ, გწყურიათ ყურადღება და ზრუნვა. გულახდილად ვერ გამოხატავთ გრძნობებს, ამიტომ თქვენი პარტნიორი სიყვარულის ნაკლებობას შეიძლება განიცდიდეს.

თქვენ ძალიან ინტუიტიური ადამიანი ხართ. ძნელია თქვენი შეცდომაში შეყვანა, იმიტომ რომ ყოველთვის ყურედღებიანი ხართ. ასევე ზედმიწევნით მგრძნობიარე ხართ ადამიანების აზრების და ემოციებისადმი.

ეს ყველაფერი საკმაოდ კარგ მოსამართლედ გხდით. თუმცა ამ შესაძლებლობას თქვენ იყენებთ იმისთვის, რომ იყოთ მგრძნობიარე და მზრუნველი და არა სუბიექტური და მანიპულიატორი.

თქვენ მზად ხართ ძალისხმევა არ დაიშუროთ იმისთვის, რომ ადამიანი გაიცნოთ ბოლომდე, თუმცა აჩქარებამ შეიძლება დაგაბნიოთ და არსებობს ალბათობა ის აღმოჩნდეს ისეთი, ვინც ნამდვილად არ იმსახურებს თქვენს სიყვარულს.

3. გიჭირავთ ტელეფონი ორივე ხელით, სიტყვების აკრებისთვის იყენებთ ცერა თითებს.

თქვენ საკმაოდ სუსტი გული გაქვთ, ხშირად გეშინიათ და განიცდით. გჭირდებათ პარტნიორი, რომელიც მთელი ასი პროცენტით შეძლებს თქვენ გაგებას. თუ საიმედო ადამიანი გიჭერთ მხარს, მაშინ თქვენ სრულიად თავდაჯერებული ბრძანდებით.

საკმაოდ მრავალმხრივი ადამიანი ხართ, შეგიძლიათ სხვადასხვა ცვალებად მოთხოვნებიან სიტუაციაბში ადაპტირება. სუფრაზე მოლხენისას ენერგიული და მხიარული, ინტელექტუალური დისკუსიისას სერიოზული და ბავშვების გარემოცვაში კი მათი ტოლი ხდებით.

თუმცა სიყვარული _ ბიზნესი არაა. ხშირად იბნევით, როცა საქმე ვინმეს ყურადღების მიქცევამდე მიდის.

ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც თქვენ მაინც პოულობთ თქვენს მეორე ნახევარს, მას ესმის თუ რამდენად ღრმა და მრავალმხრივია თქვენი სული.

4. ტელეფონი გიკავიათ ერთი ხელით, ტექსტს კრიბავთ მეორე ხელის საჩვენებელი თითით.

თქვენ წყნარი და გაწონასწორებული ქცევები გახასიათებთ. მზად ხართ გაიღოთ და დათმოთ ყველაფერი სხვების საკეთილდღეოდ.

ასევეა თქვენთვის სიყვარულიც – წყნარი თავშესაფარი. რასაც ვერ იტანთ, ეს ცრემლებია, განსაკუთრებით ახლობელი ადამიანების. საყვარელ ადამიანებს შეცდომებს რეკორდული სიჩქარით პატიობთ.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ სპონტანური და მომნუსხველი ადამიანი ხართ, ზოგჯერ უპირატესობას განმარტოებას ანიჭებთ საკუთარი ენერგიის შევსებისთვის.

როდესაც საქმე ეხება ურთიერთობას, თქვენ მორცხვობთ და გეშინიათ პირველი ნაბიჯის გადადგმის.ზოგმა ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ ამის უკან ინტერესის არარსებობა იმალება, მაგრამ როდესაც უკეთესად გაგიცნობენ და ამოგათრევენ კომფორტის ზონიდან, ისინი აღფრთოვანდებიან თქვენით, როგორც პიროვნებით!

როგორ ფიქრობთ, დაემთხვა თქვენი ხასიათი?

Back to top button