ადამიანები ვეღარ მცნობენ, გარეგნულად შევიცვალე, როგორ გამოიყურება დღეს გოგონა კომედის შოუდან. – geonewest.com
საზოგადოება

ადამიანები ვეღარ მცნობენ, გარეგნულად შევიცვალე, როგორ გამოიყურება დღეს გოგონა კომედის შოუდან.

ალ­ბათ “კო­მე­დი შო­უ­დან” ბევ­რს გახ­სოვთ თიკო ბუ­ლია. პა­ტა­რა, მხი­ა­რუ­ლი გო­გო­ნა ახლა უკვე თი­ნე­ი­ჯე­რია და სე­რი­ალ­ში – “მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო” სევ­დი­ა­ნი მა­რი­ა­მის როლს ას­რუ­ლებს…

– მას მერე, რაც კა­რი­ე­რა და­ვი­წყე, დე­დას­თან, მე­გობ­რებ­თან ნათ­ქვა­მი მქონ­და, რომ ჩემი ოც­ნე­ბა ფილმში ან სე­რი­ალ­ში თა­მა­ში იყო. დიდხ­ნი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, ისე მოხ­და, რომ სკო­ლა­ში ვი­ყა­ვი, როცა დე­დამ მომ­წე­რა – სე­რი­ალ­ში შენი გა­და­ღე­ბა უნ­და­თო. იმ დროს ჩემ­ზე ბედ­ნი­ე­რი არა­ვინ იყო! გა­და­ღე­ბა­ზე წა­ვე­დი… რა თქმა უნდა, გა­და­ღე­ბის არე­ა­ლი ჩემ­თვის ყვე­ლა­ნა­ი­რად კომ­ფორ­ტის ზო­ნაა. ჯერ ერთ სცე­ნა­ში გა­და­მი­ღეს, შემ­დეგ სცე­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს მიჰ­ყვა და ამ­ჟა­მად სე­რი­ალ­ში – “მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო” ვთა­მა­შობ.

– თა­ვი­დან­ვე იცო­დი, რო­გო­რი როლი უნდა შე­გეს­რუ­ლე­ბი­ნა?

– პირ­ვე­ლი სცე­ნის სცე­ნა­რი რომ გა­მო­მიგ­ზავ­ნეს, არ ვი­ცო­დი, რო­გო­რი პერ­სო­ნა­ჟი უნდა გან­მე­სა­ხი­ე­რე­ბი­ნა. მხო­ლოდ ის ვი­ცო­დი, რომ მა­რი­ა­მი “მერ­ქვა”. ყვე­ლა­ფე­რი ად­გილ­ზე გა­ვარ­კვი­ეთ.

– რო­გო­რი გო­გოა მა­რი­ა­მი?

– ჩემ­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია: ძა­ლი­ან მო­რი­დე­ბუ­ლი, მორ­ცხვი… თით­ქოს ბევ­რი ლა­პა­რა­კი არ უყ­ვარს, არა­ვის აწუ­ხებს. თა­ვი­სე­ბუ­რად სევ­დი­ა­ნია. იმა­საც აღ­ვნიშ­ნავ, რომ ცო­ტა­თი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხი­და­ნაა.

– როლი რო­გორ მო­ირ­გე?

– სხვა­თა შო­რის, რო­ლის მორ­გე­ბა არ გა­მი­ჭირ­და, რად­გან ყო­ველ­თვის წარ­მო­მედ­გი­ნა, ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის როლს რო­გორ ვი­თა­მა­შებ­დი. სე­რი­ალ­ში თა­მა­ში ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო და ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვაა. თან, სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ჟი ამ გა­მოწ­ვე­ვას მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას სძენს. მე­გობ­რებ­მა, ახ­ლობ­ლებ­მა მი­თხრეს, – თით­ქოს მა­რი­ა­მის როლი არ გიხ­დე­ბაო, მაგ­რამ სი­მარ­თლე გი­თხრათ, თა­ვად ეს უფრო მომ­წონს, რად­გან თით­ქოს სხვა ადა­მი­ა­ნი ვხდე­ბი, როცა გა­და­ღე­ბა­ზე მივ­დი­ვარ. ჩემ­თვის ახა­ლი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და ბევ­რად სა­სი­ა­მოვ­ნო სა­მუ­შა­ოა.

– სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იუ­მო­რის­ტუ­ლი შო­უ­დან გა­გიც­ნო. სა­ინ­ტე­რე­სოა, სე­რი­ალ­ში სევ­დი­ა­ნი რო­ლით გა­მო­ჩე­ნი­სას მა­ყუ­რე­ბელ­მა თუ გიც­ნო?

– სა­ერ­თოდ, ბოლო დროს ადა­მი­ა­ნე­ბი ვე­ღარ მცნო­ბენ მხო­ლოდ იმის გამო, რომ გა­ვი­ზარ­დე და ბევ­რად სე­რი­ო­ზუ­ლი ვარ, ვიდ­რე ბავ­შვო­ბა­ში ვი­ყა­ვი. გა­რეგ­ნუ­ლა­დაც ცო­ტა­თი შე­ვიც­ვა­ლე და ჩემი ცნო­ბა უჭირთ. მერე, როცა ვე­უბ­ნე­ბი, ვინც ვარ, არ სჯე­რათ ხოლ­მე.

– ამის გამო, გული გწყდე­ბა?

– “კო­მე­დი შოუს” გამო, თავ­და­პირ­ვე­ლად, მუდ­მი­ვად ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ვი­ყა­ვი, რაც ცოტა არ იყოს, მიკ­ვირ­და – ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რი იყო, სრუ­ლი­ად უცხო ხალ­ხი რა­ტომ მო­დი­ო­და, ფო­ტო­ებს მი­ღებ­და, მე­ხუ­ტე­ბო­და… შემ­დეგ ამას მი­ვეჩ­ვიე და ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის ნა­წი­ლი გახ­და. რთუ­ლია, როცა რა­ღა­ცას მი­ეჩ­ვე­ვი, მერე კი – ეს მთავ­რდე­ბა, მაგ­რამ იმე­დი მაქვს, სე­რი­ა­ლის გამო ჩემი პო­პუ­ლა­რო­ბა გა­ნახ­ლდე­ბა. მგო­ნია, ხალ­ხი სე­რი­ა­ლის პერ­სო­ნა­ჟით – მა­რი­ა­მით და­მი­მახ­სოვ­რებს და არა – იმ თი­კო­თი, რო­მე­ლიც “კო­მე­დი შო­უ­ში” იყო…

– შენს ეკ­რა­ნულ პარტნი­ორს – ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძეს რო­გორ შე­ე­წყვე?

– ალექ­სან­დრა ჩემი პერ­სო­ნა­ჟის ინ­გლი­სუ­რის მას­წავ­ლებ­ლის და ამას­თა­ნა­ვე, მე­ზობ­ლის როლს ას­რუ­ლებს. ძი­რი­თა­დად, ალექ­სან­დრას ვიც­ნობ­დი, რო­გორც მო­დელს, ცნო­ბილ ადა­მი­ანს… სამ­სა­ხი­ო­ბო სფე­რო­ში თუ გა­და­ვიკ­ვე­თე­ბო­დით, ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი. ძა­ლი­ან უბ­რა­ლო და გულ­თბი­ლი ადა­მი­ა­ნია. კომ­ფორ­ტუ­ლი პარტნი­ო­რია.

– შენ გარ­შე­მო მყოფ თა­ნა­ტო­ლებს თუ აქვთ მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი, რაც მა­რი­ამს? რო­გორც სე­რი­ალ­ში ირ­კვე­ვა, ქი­რის გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო, ბი­ნის მე­პატ­რო­ნე მა­რი­ა­მის ოჯახს ბი­ნის და­ტო­ვე­ბას სთხოვს…

– ჩემ გარ­შე­მო ეს პრობ­ლე­მა დი­დად არა­ვის აქვს, მაგ­რამ არი­ან ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­რი­ამს ხა­სი­ა­თით ჰგვა­ნან – მშვი­დე­ბი, მო­რი­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან… მა­გა­ლი­თად, ჩემი და ზუს­ტად ასე­თია: მო­რი­დე­ბუ­ლია, თით­ქმის არას­დროს ლა­პა­რა­კობს. ჩემ­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვავ­დე­ბა. ხა­სი­ა­თით მა­რი­ამს ჩემს დას­თან ვა­ი­გი­ვებ, რაც ცოტა არ იყოს, რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა­ში მეხ­მა­რე­ბა.

– როცა “კო­მე­დი შოუს” მსა­ხი­ო­ბი იყა­ვი, მი­თხა­რი, რომ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე მხი­ა­რუ­ლობ­დი, ერ­თო­ბო­დი… ახლა რა ხდე­ბა გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე?

– ახლა რამ­დე­ნა­დაც მხი­ა­რუ­ლი გა­რე­მოა, იმ­დე­ნად­ვე სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო და სე­რი­ო­ზუ­ლია. თან, იქ ისე აღარ ვარ, რო­გორც პა­ტა­რა თიკო…

– გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფის­გან რო­გორ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გრძნობ?

– ახლა უფრო მე­ტად ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი­ვით მექ­ცე­ვი­ან, ვიდ­რე – წი­ნათ. ძი­რი­თა­დად, პა­ტა­რა თი­კოს ვიხ­სე­ნებთ. ოპე­რა­ტო­რე­ბი, ვინც სე­რი­ალ­ზე მუ­შა­ო­ბენ, “კო­მე­დი ქიდსშიც” მი­ღებ­დნენ. ახლა მე­ხუმ­რე­ბი­ან, – რო­გო­რი პა­ტა­რა იყა­ვიო, ნოს­ტალ­გია აწ­ვე­ბათ (იღი­მის).

– თა­ვად რო­გო­რი გან­ცდა გაქვს, როცა ძველ, შენი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­და­ღე­ბულ სკეტ­ჩებს უყუ­რებ?

– სხვებ­თან ერ­თად არას­დროს ვუ­ყუ­რებ. თავ­და­პირ­ვე­ლად მი­ხა­რო­და, რომ ეკ­რან­ზე ვჩან­დი, მაგ­რამ ახ­ლობ­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში მყოფს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა არ მიყ­ვარს – თით­ქოს თავს უხერ­ხუ­ლად ვგრძნობ. ამი­ტომ ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­და­ღე­ბულ სკეტ­ჩებს მხო­ლოდ მა­შინ ვუ­ყუ­რებ, როცა მარ­ტო ვარ. თვითკრი­ტი­კის უნა­რი უზო­მოდ “მერ­თვე­ბა”: სა­კუ­თარ თავს ვე­უბ­ნე­ბი, შე­გეძ­ლო, უკეთ გე­მოძ­რა­ვა, როლი უკე­თე­სად შე­გეს­რუ­ლე­ბი­ნა-მეთ­ქი. კი, სა­კუ­თარ თავს ვაკ­რი­ტი­კებ. არ მინ­და, ამ­პარ­ტავ­ნე­ბა­ში ჩა­მით­ვა­ლოთ, მაგ­რამ მე­ა­მა­ყე­ბა, რომ 7 წლი­სამ ოც­ნე­ბა ავიხ­დი­ნე. ნოს­ტალ­გი­აც მაქვს, როცა ეს მახ­სენ­დე­ბა და გულ­ში სევ­დაც, თით­ქოს ის პა­ტა­რა თიკო მე­ნატ­რე­ბა. ში­ნა­გა­ნად ჩემ­ში პა­ტა­რა თი­კოს კვა­ლი ცო­ტა­თი მა­ინც დარ­ჩა…წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

Back to top button