მოკლულია 38 წლის კაცი – ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია. – geonewest.com
ახალი ამბები

მოკლულია 38 წლის კაცი – ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ანთოკის თემში, ალინჯაში, 38 წლის კაცის ცხედარი იპოვეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილს სახის არეში დაზიანებები, ხოლო სხეულის მარჯვენა მხარეს ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები აქვს.

ამ ეტაპზე უცნობია, რა ვითარებაში და რა მიზეზით მოკლეს მამაკაცი.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

Back to top button