ნათია გულბანის მკვლელობა ბარსელონაში – ქმრის მიერ ჩადენილი შემზარავი დანაშაულის ახალი დეტალები – geonewest.com
ახალი ამბები

ნათია გულბანის მკვლელობა ბარსელონაში – ქმრის მიერ ჩადენილი შემზარავი დანაშაულის ახალი დეტალები

ბარსელონა 32 წლის ნათია გულბანს გლოვობს, სოლიდარობის ნიშნად კი ქალაქში აქციები იმართება. ადგილობრივები ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ადგილას ყვავილებს ტოვებენ და ხელისუფლებას მკვლელის სასტიკად დასჯას სთხოვენ.

ნათია გულბანი მისმა მეუღლემ, ბექა იმერლიშვილმა ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი მეოთხე სართულიდან გადმოაგდო.

32 წლის ნათია გულბანის სოლიდარობის აქციას, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან ერთად პირადად ესწრებოდა ბარსელონას მერი. ახალგაზრდა ქართველი ქალის სასტიკი მკვლელობა დაგმეს ადგილობრივებმა და ქალთა უფლებადამცველებმაც. დანაშაულის ადგილზე მოქალაქეები ყვავილებთან ერთად ტოვებენ წარწერებს და მკვლელის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.

მკვლელობის ადგილზე შეკრებილი ადგილობრივები ამბობენ, რომ ქმარი ნათია გულბანზე წარსულშიც ძალადობდა. შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა დამნაშავის დედაც, რომელიც მომხდარის თვითმკვლელობად წარმოჩენას ცდილობდა.

მკვლელობაში ბრალდებული ბექა იმერლიშვილი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა, თუმცა ის ცხელ კვალზე დააკავეს. ბარსელონას სასამართლომ ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცი ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი მეოთხე სართულის აივნიდან გადმოაგდო. ფაქტი მოპირდაპირე შენობიდან მოწმეებმა დააფიქსირეს. ფემიციდის შემთხვევას აქტიურად აშუქებს ესპანური პრესა.

წარსულში ძალადობის ფაქტების მიუხედავად, მამაკაცმა ნათია გულბანს მკვლელობამდე ორი კვირით ადრე ხელი ოფიციალურად სთხოვა. ირკვევა, რომ ამის შემდეგ მოძალადე უფრო აგრესიული გახდა, რაც საბოლოოდ 32 წლის ქალის სასტიკი მკვლელობით დასრულდა.

Back to top button