ახალი ამბები

ორი სწრაფმავალი მატარებლის შეჯახების შედეგად, დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. უმძიმესი კადრები ვრცელდება.

ეს­პა­ნეთ­ში, მად­რი­დის სამ­ხრე­თით, ორი მა­ღალ­სიჩ­ქა­რი­ა­ნი მა­ტა­რებ­ლის შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და. ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სარ­კი­ნიგ­ზო კა­ტას­ტრო­ფას სულ მცი­რე, 64 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

მა­ტა­რებ­ლებ­ში 500-ზე მეტი მგზავ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და.შემ­თხვე­ვა დი­ლის 09:00 სა­ა­თის შემ­დეგ (08:00 GMT) მოხ­და, მად­რი­დის სამ­ხრე­თით, მად­რი­დი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 140 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით მა­ღალ­სიჩ­ქა­რი­ა­ნი მა­ტა­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც მად­რი­დი­დან სამ­ხრე­თის­კენ გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, შე­ე­ჯა­ხა მე­ო­რე, სა­ვა­რა­უ­დოდ გა­ჩე­რე­ბუ­ლი მა­ტა­რებ­ლის უკა­ნა ნა­წილს.

ძლი­ე­რი დარ­ტყმის შე­დე­გად სულ მცი­რე ორი ვა­გო­ნი რელ­სე­ბი­დან გა­და­ვი­და და ფერ­დობ­ზე გა­და­ყი­რავ­და. სარ­კი­ნიგ­ზო ოპე­რა­ტორ Adif-ის ცნო­ბით, შემ­თხვე­ვა მოხ­და სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნია Renfe-სა და კერ­ძო კომ­პა­ნია Iryo-ს მა­ტა­რებ­ლებს შო­რის, რომ­ლე­ბიც მად­რი­დი-სე­ვი­ლი­ის მარ­შრუტს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან.

ეს­პა­ნე­ლი ხალ­ხის, ასე­ვე და­ღუ­პულ­თა ახ­ლობ­ლე­ბი­სა და ოჯა­ხე­ბის მი­მართ თა­ნაგ­რძნო­ბა გა­მო­ხა­ტეს ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა და ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტმა ან­ტო­ნიო კოშ­ტამ.

“გულ­წრფელ თა­ნაგ­რძნო­ბას ვუ­ცხა­დებ მსხვერ­პლთა ოჯა­ხებ­სა და ახ­ლობ­ლებს. დღეს ევ­რო­პა თქვენ­თან ერ­თად გლო­ვობს”, – და­წე­რა ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

“გულ­წრფელ სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებ და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხის წევ­რებ­სა და ახ­ლობ­ლებს. სო­ლი­და­რო­ბას ვუ­ცხა­დებ და სწრაფ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას ვუ­სურ­ვებ და­შა­ვე­ბუ­ლებს. მთე­ლი გუ­ლით ვუ­ჭერ მხარს ეს­პა­ნელ ხალ­ხს გლო­ვის ამ მძი­მე წუ­თებ­ში”, – და­წე­რა ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტმა

Back to top button