ცნობილია ჭავჭავაძეზე მოკლული კაცის ვინაობა, რომელსაც 9 ტყვია ესროლეს – რას ამბობენ მოკლულის ოჯახის წევრები? – geonewest.com
ახალი ამბები

ცნობილია ჭავჭავაძეზე მოკლული კაცის ვინაობა, რომელსაც 9 ტყვია ესროლეს – რას ამბობენ მოკლულის ოჯახის წევრები?

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი მკვლელობის თვითმხილველები ყვებიან, რომ ცხრა გასროლის ხმა გაიგეს. მკვლელობის ადგილზე ნახეს ერთი მოკლული მამაკაცი და მისი თანმხლები პირი, რომელიც ფეხში იყო დაჭრილი და დახმარება აღმოუჩინეს. დაჭრილი საკუთარი ფეხით გადაადგილდებოდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

რაც შეეხება დამნაშავეს, თვითმხილველები ამბობენ, რომ ვერ დაინახეს, როგორ მიიმალა თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან, ან რით გადაადგილდებოდა.

ადგილზე მოკლულის ოჯახის წევრებიც იმყოფებიან, რომლებმაც “პირველ არხს” განუცხადეს, რომ მოკლული 58 წლის ბიზნესმენია ლევან. ჯ-ა, რომელსაც ბიზნესი საზღვარგარეთ ჰქონდა. ცხედარი ჯერ არ გადაუსვენებიათ ექსპერტიზაზე.

გავრცელებული ინფორმაციით მოკლულს ბიზნესი საზღვარგარეთ ჰქონდა.

,,პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკვლელობაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

Back to top button