(ფოტოები) “კანონიერი ქურდის” ძმა იყო – ცნობილია წუხელ ჭავჭავაძეზე მოკლული პიროვნების ვინაობა და რას გვიყვება წყარო – geonewest.com
ახალი ამბები

(ფოტოები) “კანონიერი ქურდის” ძმა იყო – ცნობილია წუხელ ჭავჭავაძეზე მოკლული პიროვნების ვინაობა და რას გვიყვება წყარო

გა­სულ ღა­მეს ვა­კე­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. მოკ­ლუ­ლია ე.წ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის, მე­რაბ ჯან­გვე­ლა­ძის ძმა, ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძე.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე რამ­დენ­ჯერ­მე ეს­რო­ლეს.

ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძე

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძე თბი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე დღით იყო ჩა­მო­სუ­ლი და ის დაც­ვის თან­ხლე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და.

მოკ­ლუ­ლი ჯან­გვე­ლა­ძის ძმა, მე­რაბ ჯან­გვე­ლა­ძე და ტა­რი­ელ ონი­ა­ნი

ძმე­ბი ჯან­გვე­ლა­ძე­ე­ბი სო­ხუმ­ში და­ი­ბად­ნენ. უფ­რო­სი ძმა, მე­რა­ბი, ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი ცნო­ბი­ლია მეტ­სა­ხე­ლით “სო­ხუმსკი”.

მოკ­ლუ­ლი ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძე 58 წლის იყო. ის იყო ბიზ­ნეს­მე­ნი და ძი­რი­თა­დი ბიზ­ნე­სი რუ­სეთ­ში ჰქონ­და.

ფო­ტო­ზე მარ­ჯვნი­დან პირ­ვე­ლი მე­რაბ ჯან­გვე­ლა­ძე, ბოლო კი ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძე

ლე­ვა­ნიც კრი­მი­ნა­ლურ წრე­ებ­ში კარ­გად იყო ცნო­ბი­ლი, მი­იჩ­ნე­ო­და ავ­ტო­რი­ტე­ტად, თუმ­ცა “ქურ­დის” სტა­ტუ­სი არ ჰქონ­და.

“ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძე იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მსხვი­ლი მა­ფი­ო­ზი ბიზ­ნეს­მე­ნი, გა­და­ად­გილ­დე­ბო­და დაც­ვით, 2014 წელს ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, რომ თით­ქოს კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტ ვატო ყი­ფი­ან­თან ჰქონ­და და­პი­რის­პი­რე­ბა, თუმ­ცა დე­ტა­ლე­ბი უც­ნო­ბია. მისი ძმა კი “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დია”, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან დიდ ქურ­დულ გარ­ჩე­ვებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მო­ყო­ლე­ბუ­ლი 90-იანი წლე­ბი­დან. მას ცივ­სის­ხლი­ან ადა­მი­ა­ნად ახა­სი­ა­თე­ბენ. ფაქ­ტია, მომ­ხდა­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი გარ­ჩე­ვაა, ვერ გა­მოვ­რი­ცხავთ, რომ შუ­რის­ძი­ე­ბაც იყოს”, – გვე­უბ­ნე­ბა წყა­რო, რო­მელ­მაც ინ­კოგ­ნი­ტოდ დარ­ჩე­ნა ისურ­ვა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რო­გორც სხვა­დას­ხვა რუ­სულ წყა­რო­ებ­ში ვკი­თხუ­ლობთ, მოკ­ლუ­ლი ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძე თა­ვი­სი ძმის ყვე­ლა­ზე სან­დო ადა­მი­ა­ნი იყო.

  • ცნო­ბის­თვის, 14 მარტს ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძე მოკ­ლეს, დაჭ­რი­ლია მისი თან­მხლე­ბი პირი დაჭ­რეს. თვითმხილ­ვე­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, რომ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 10-მდე გას­რო­ლის ხმა გა­ი­გეს.

შსს-ში ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან” აცხა­დე­ბენ, 2 ტყვია იქვე მდე­ბა­რე ერთ-ერთი კა­ფეს მი­ნებს მოხ­ვდა.

ambebi.ge

Back to top button