თეა გოდოლაძე საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს. რიკოთი მიწისძვრის კუთხით ბომბია…
სეისმოლოგი თეა გოდოლაძე რიკოტის უღელტეხილზე, ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერის ჩამოწევას ეხმიანება და აცხადებს, რომ ესტაკადას აქვს სერიოზული პრობლემა.
როგორც სეისმოლოგი თეა გოდოლაძე წერს, ესტაკადა გადახრილია, მისი ბოძები წვრილია და საკითხავია ის მიწისძვრას გაუძლებს თუ არა.
“ბევრჯერ დავწერე, კიდევ დავწერ, რიკოთის ესტაკადებს აქვთ ძალიან დიდი და სერიოზული პრობლემა. რამდენიმე კვლევა ვნახე(სამწუხაროდ ის დოკუმენტაცია არ მაქვს), სადაც ეწერა, რომ ადგილზე გეოლოგიური სამუშაოები ვერ ჩატარდა მიუვალობის გამო.
კაცმა არ იცის, მყარ გრუნტზეა დაფუძნებული ბოძები თუ არა. ერთი თავად აიღეს, გადაიხარა და იმიტომ. სეისმური კვლევა არ დევს. რიკოთი მიწისძვრის კუთხით ბომბია და ესტაკადების ბოძები ძალიან წვრილი, ძლიერ მიწისძვრას რომ გაუძლოს! ახლა დაეწყვეთ ინფრასტრუქტურის და საგზაოს თანამშრომლები და მლანძღეთ. ჩიტებს ამბავი მოაქვთ გეთაყვა!” – წერს თეა გოდოლაძე.
შეგახსენებთ, გუშინ რიკოტის უღელტეხილზე, ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა. რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო, რადგან სავალ ნაწილზე წყალი და ლაფი ჩამოვიდა.