(ვიდეო) 21 წლის ბიჭის უკანასკნელი დაბადების დღე – ვრცელდება კადრები დაბადების დღიდან, რომელიც იუბილარის მკვლელობით დასრულდა – geonewest.com
ახალი ამბები

(ვიდეო) 21 წლის ბიჭის უკანასკნელი დაბადების დღე – ვრცელდება კადრები დაბადების დღიდან, რომელიც იუბილარის მკვლელობით დასრულდა

გამთენიისას, თბილისში მომხდარი მკვლელობის შესახებ გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც გარდაცვლილის მეგობრები აცხადებენ, 21 წლის ახალგაზრდას სასიკვდილო ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული.

„როგორც მითხრეს, [გიორგი ახალაია] მარტო იყო, გულის არეში ჰქონდა დაზიანება მიღებულიო. დიდი რაოდენობით სისხლის სდიოდა, ვერ შეაჩერეს სისხლდენა. როგორ ვიცი, დაკავებული არავინაა. „რატის ბარში“ მუშაობდა დაცვაში“, – აღნიშნავს გარდაცვლილის მეგობარი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო და ყველა შესაბამისი მოქმედება ტარდება

Back to top button