
რუსეთში, ჩრდილოეთ კურილის კუნძულების სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა იყო. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5.4 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მიწისძვრა წყნარ ოკეანეში ადგილობრივი დროით 13:59 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი სევერო-კურილსკის სამხრეთით, 165 კილომეტრში, კუნძულ პარამუშირთან მდებარეობდა. ბიძგების ეპიცენტრი 60 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
მედიის ცნობით, სევერო-კურილსკის მაცხოვრებლებმა 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იგრძნეს. რეგიონში ცუნამის საშიშროება არ გამოცხადებულა.