ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა ბიჭი გიორგი კუკავა ტრაგიკულად დაიღუპა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ბიჭს გული გაუჩერდა.
ახალგაზრდას მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან:
“კიდევ ბევრჯერ უნდა გვემოგზაურა, ზღვის პირას გიტარაზე დაგვეკრა, ჩაციებული ლუდი დაგველია, რატო გიო რატო მოხდა ასე. ერთად იმდენი რამე გადაგვიტანია და კიდევ რამდენი უნდა გადაგვეტანა. რამდენჯერ გაგვიღვიძია შუა ღამით და გავსულვართ გარეთ, ისე უბრალოდ გასვლა გვიხაროდა ძაან და საუბარში გულის გადაშლა. ღმერთმა დაგიმკვიდრო ცათა სასუფეველი ჩემო ძმაო.
მადლობა დაუვიწყარი წუთებისთვის, რომელსაც ბავშვობიდანვე ერთად ვქმნიდით.
მომენატრები გიო…”
“ს რა ქენი ბიჭო რატომ ასე ადრე რატომ წახვედი შენ საყვარელ დედიკოსთან, ჯერ ბევრად ნაადრევი იყო ეს გზა, შენ ხომ 23ის გახდებოდი 1 იანვარს. ეს რა უბედურება დატრიალდა სოფ. ცაცხვში. რით უნდა ვანუგეშო შენი საცოდავი მამა და შენი დები. გია, სალომე, ვერიკო, ვიზიარებ თქვენს დიდ ტრაგედიას. გული მეწვის გასკდა გული”
წყარო: ntv.com. ge