ახალი ამბები
„18-ში ბოლო ზარი უნდა ჰქონოდათ, მაისობის დღესასწაულიდან ბრუნდებოდნენ…” – გაირკვა დეტალები როგორ და სად მოხდა საზარელი ავარია, რომლის შემდეგაც სამ მოსწავლეს უშედეგოდ ეძებენ
სვანეთში, მდინარე ნაკრაში მაშველები სამ ახალგაზრდას ამ დრომდე ეძებენ. ნაპოვნია მხოლოდ ავტომობილი. სამძებრო სამუშაოებში მთელი სოფელია ჩართული.
„ტვ პირველის” ინფორმაციით, ტრაგედია იმ დროს მოხდა, როცა მოსწავლეები მაისობის დღესასწაულიდან ბრუნდებოდნენ, წვიმიანი ამინდის გამო კი, ავტომობილი მოცურდა, რის შემდეგაც მდინარეში გადავარდნენ.
„ორი ბიჭი და ერთი გოგო იყვნენ. ბოლო ზარი უნდა ჰქონოდათ ახლა, 18-ში. მთელი სოფელი და მთელი სამაშველო ეძებდნენ მთელი ღამე”, – ამბობს ადგილობრივი.
უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. ახალგაზრდები, რომლებსაც ამ დრომდე ეძებენ, არიან ეკა და გიორგი ვიბლიანები, ასევე საბა გვარმიანი.
წყარო: resonancedaily. com