“გლოვობს მთელი ქუთაისი…” – რა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს შოთო სიხარულიძე?
“გლოვობს ჩემი ქუთაისი გიორგი ბერაძეს💔😭
სიკვდილო,ვინ წაგართვი?? ეცხოვრა, ეცოცხლა,ყოფილიყო ჩვენს გვერდით,, ის კიარა და არ დააცადე ქართულ მიწაზე სიკვდილი, უცხო ქვეყანაში მიადექი და სული ამოხადე.
გიო შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული.
უფალმა სამოთხის კარი გაგიღო და შენც შენი ფიქრებითა და აუსრულებელი ოცნებით დაადექი სასუფევლის გზას. ყველაფერი გიხაროდა, მაგრამ განგებამ არ გაცადა მოგისპო სიცოცხლე. წახვედი და თან გაიყოლე შენს ოჯახზე ფიქრები, ოცნებები, აუხდენელი სურვილები.
შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა
ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ ლაღი, სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო, ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მონატრებული სამშობლოს მიწა.
‘ შოთო სიხარულიძის ქართველი ემიგრანტების არხი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ემიგრანტების იმედს შოთო სიხარულიძეს ღმერთმა ნათელში ამყოფოს გიოს ლამაზი სული, დასანანია ასეთი ახალგაზრდების ასე უდროოდ წასვლა ამ ქვეყნიდან და ძალიან სამწუხაროა. სიტყვები უძლურია გამძლეობა ოჯახს…
რა ძალიან გადიდგულებულხარ სიკვდილო ?!
გაბედე და თავი გაგვიტოლე !
რა იფიქრე-?
არც ისეთი პატარები ვართ ტკივილის სიღრმე ვერ ვიგრძნოთ ..
არც ისეთი დიდები ისე გადავიტანოთ რომ არ გაგვიტანოს !!! 💖🙏😥” – წერს ბლოგერი შოთო სიხარულიძე.