თბილისში მარცხენა სანაპიროზე გზა ჩაინგრა? – რას აცხადებენ დედაქალაქის მერიაში – geonewest.com
ახალი ამბები

თბილისში მარცხენა სანაპიროზე გზა ჩაინგრა? – რას აცხადებენ დედაქალაქის მერიაში

ასე გამოიყურება ამ წუთებში თბილისის მარცხენა სანაპირო. სოციალურ ქსელში ვითარების ამსახველი ფოტო ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მარცხენა სანაპიროზე გზა არ ჩანგრეულა და მიმდინარეობს სამუშაოები.

შეგახსენებთ, გუშინ, დედაქალაქის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ რესტორან „გაგრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის სავალ ნაწილზე ბზარები შეინიშნება, რისთვისაც საჭიროა გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება. უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარე წლის 7 აპრილიდან გზის დაზიანებულ მონაკვეთში, უკიდურეს მარჯვენა ზოლში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

Back to top button