(ფოტო) “შოთი არ იმსახურებდი ასეთ სიკვდილს….”- შვილის საფლავის ქვაზე ემიგრანტმა დედამ საკუთარი თავი დაახატინა
თელავში მომხდარი უმძიმესი ავარიის შედეგად დაღუპული შოთიკო ბოჭორიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. მისი მეგობარი, შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„შვილის საფლავის ქვაზე, ქართველმა ემიგრანტმა დედამ საკუთარი თავი დაახატინა. ქეთინო ბოჭორიძე საქართველოში თელავში დაბრუნდა. 1 წელი გავიდა 26 დეკემბერს, შოთიკო ბოჭორიძის გარდაცვალებიდან.
შენს ფოტოებს და ვიდეოებს რომ ვუყურებ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს პირი ცხელი ქვიშით ამომივსეს და ხორცზე ნაკვერჩხალს მაყრიან… მიწისთვის მენანები… ვინ იცის სად ხარ?
გიყვარდა ყველა და ყველაფერი, ქრისტიანული ცხოვრებით იცხოვრე ამდენი წელი… გჯეროდა დაცემულის აღდგენის, ბოროტების სიკეთედ გადაქცევისა ამ რწმენას გამოხატავდი თითოეული სიტყვით, საქმით, ყველაფერს მარადიულობის თვალსაზრისით უყურებდი, არაფერს ანაწევრებდი, პატარა საგანსაც კი არ უშვებდი შენს გარშემო შეუყვარებლად, როცა ყველასა და ყველაფერს გულის ძილით ეძინა თელავში…
ახალი და საშინელი შეგრძნება ყოფილა უიმედოდ რომ გენატრება ვინმე გვენატრები შოთი “არ იმსახურებდი ასეთ სიკვდილს.
ალბათ, შესაფერისი სიტყვების მოძებნა ძალიან გამიჭირდებოდა იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რაც შენს მარადიულობაში გადანაცვლებას მოჰყვა, თუმცა, დღეს მე ეს შევძელი… მადლობა ამის ძალა რომ მომეცი…
ჩემი ნახევარი გული წაიღე… მენანები იმ ქარისთვის შენს საფლავზე რომ ააშრიალებს დაღლილ ხეებს…“ – წერს შოთო სიხარულიძე.