(ვიდეო) დაღუპულია 11 ადამიანი, დაშავებულია 57 – უმძიმესი ტრაგედია – geonewest.com
ახალი ამბები

(ვიდეო) დაღუპულია 11 ადამიანი, დაშავებულია 57 – უმძიმესი ტრაგედია

ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში, საქარიის პროვინციაში, ავარიას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, დაშავებულია 50-ზე მეტი პირი.

ავტოსაგზაო შემთხვევაში 7 სატრანსპორტო საშუალება იყო ჩართული. მათ შორის – ავტობუსები და სატვირთო. ავარიის ზუსტი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის.

ადგილობრივი მედიასაშუალებები იტყობინებიან, რომ ტერიტორიაზე ძლიერი ნისლი და დაბალი ხილვადობაა.

Back to top button