ვრცელდება ვერსია, რა გახდა ბაგა-ბაღში 2 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი – geonewest.com
ახალი ამბები

ვრცელდება ვერსია, რა გახდა ბაგა-ბაღში 2 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი

ახალციხეში მდებარე კერძო ბაგა–ბაღში მცირეწლოვანი გარდაიცვალა.

როგორც გამოცემას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროს ექსპერტმა, დავით მერაბიშვილმა განუცხადა, დაღუპული 2 წლისაა და ის პროზექტურაშია გადაყვანილი. ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები მუშაობენ.

რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. ერთ–ერთი ვერსიით, როდესაც ბავშვს ეძინა, მის სანახავად მისულ აღმზრდელს, ის უკვე გარდაცვლილი დახვდა.

Back to top button