ახალი ამბები
დაღლილი კაცი მანქანიდან გადმოვიდა, საკვების საყიდლად მაღაზიასთან მივიდა და დიდი სისწრაფით მომავალმა მეორე მანქანამ ადგილზევე მოკლა – ცოტა ხნის წინ დიდი უბედურება დატრიალდა
ხაშურში 27 წლის მამაკაცს მანქანა დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა ბორჯომის ქუჩაზე მოხდა.
„მამაკაცი ახალქალაქიდან მოდიოდა, რა დროსაც კვების ობიექტთან შეჩერდა. როცა მანქანიდან გადმოვიდა და მას სხვა ავტომობილი დაეჯახა”, – უთხრეს „მოზაიკას”.
თვითმხილველის ცნობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლისას, მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.
შსს-ის ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.
წყარო: ntv. com. ge