ახალი ამბები
46 წლის კაცი გარდაცვლილი მეგობრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეუღლის დასახმარებლად მივიდა და მეზობელმა იარაღიდან ესროლა – ცნობილია მკვლელობაში ბრალდებულის და მოკლულის ვინაობაც
რუსთავში მეზობლებს შორის დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. ახალგაზრდა მამაკაცი ყოფით ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირების დროს მოკლეს. ვეფხია მაისურაძე ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ის მიღებული რამდენიმე ჭრილობისგან ადგილზე დაიღუპა. სავარაუდო დამნაშავე კახა ბადრიაშვილია.
მოკლული რუსთავში ჭყონდიდელის დასახლებაში, გარდაცვლილი მეგობრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ცოლს, პერიოდულად საყოფაცხოვრებო საქმეებში დასახმარებლად აკითხავდა. დღესაც ამ მიზეზით, იმყოფებოდა გიორგაძის ქუჩაზე, რა დროსაც მას მასპინძელმა უთხრა, რომ მეზობელმა ბუნებრივი აირის მიწოდება შეუზღუდა. მამაკაცი მეზობელთან მიზეზის გასაგებად წავიდა, ადგილზე მისულს კი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და ადგილზე მოკლეს.
ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.
წყარო: resonancedaily. com