ახალი ამბები
ხელვაჩაურის კულტურა-ხელოვნების ცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ხელვაჩაურის კულტურა-ხელოვნების ცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
“ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ხელვაჩაურის სახელოვნებო სკოლის ფორტეპიანოს კლასის პედაგოგის მაია დიასამიძის გარდაცვალების გამო.
სახელოვნებო სკოლამ დიდი დანაკლისი განიცადა. ქალბატონი მაია იყო პროფესის ერთგული, უყვარდა თავისი საქმე, ბევრი თაობა აღზარდა და შეაყვარა კლასიკური მუსიკა.
დიდი სიყვარულით სარგებლობდა კოლეგებში, მოსწავლეებსა და მშობლებში.
ვიზიარებთ ოჯახის, მეგობრებისა და ახლობლების ტკივილს”