ახალი ამბები

თბილისში მდებარე საბავშვო სკვერში 20 ადამიანი ერთმანეთს დაერია, იყო იარაღიდან სროლა და დაიჭრა ერთი მათგანი – რა მოხდა ქალაქის ერთ-ერთ უბანში?

ზთბი­ლი­სის ერთ-ერთ უბან­ში, სა­ბავ­შვო სკვერ­ში უმი­სა­მარ­თო სრო­ლა იყო, რო­მე­ლიც ერთი ადა­მი­ა­ნის დაჭ­რით დას­რულ­და. “ტვ პირ­ვე­ლის“ინ­ფორ­მა­ცი­ით, 20-მდე პირი ერ­თმა­ნეთს თავ­და­პირ­ვე­ლად სი­ტყვი­ე­რად და­უ­პი­რის­პირ­და, შემ­დეგ კი ხელ­ჩარ­თულ ჩხუბ­ში გა­და­ი­ზარ­და.

რო­გორც თვითმხილ­ვე­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას­თან აცხა­დე­ბენ, ახალ­გაზ­რდე­ბი ერ­თმა­ნეთს სა­ბავ­შვო სკვერ­ში გა­უს­წორ­დნენ. ისი­ნი ერ­თმა­ნეთს სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­დნენ. ამის შემ­დეგ ერთ-ერ­თმა იქ მყოფ­მა, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან უმი­სა­მარ­თოდ გა­ის­რო­ლა. სწო­რედ ამის შემ­დე­გად დაიჭრა ერთი პირი, რო­მე­ლიც ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

დაჭ­რილს სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა ჩა­უ­ტარ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა და რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ კლი­ნი­კი­დან გა­წე­რეს.

რა გახ­და და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი უც­ნო­ბია. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყვე­ლა მათ­გა­ნი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. სრო­ლის დროს სკვერ­ში მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბი და მო­ზარ­დე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა 118-ე და 206-ე მუხ­ლით და­ი­წყეს, რაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას და გა­მო­ყე­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ტვ პირველი

Back to top button