
რუსთავის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ცნობით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.
ინფო რუსთავი