შესაძლებელია თუ არა, შეუჩერდეს საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა? – geonewest.com
ახალი ამბები

შესაძლებელია თუ არა, შეუჩერდეს საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა?

ბოლო პერიოდში ხშირად კეთდება განცხადებები საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის ქვეყნებში სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა პარლამენტში არალეგალურ მიგრაციაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში საქართველოც ახსენა.

ტუსკის თქმით, ის მზად არის, საერთაშორისო სამართლის შესაცვლელად არსებული მეთოდები გამოიყენოს, რათა არალეგალური მიგრაციის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.

მან აღნიშნა, რომ საჭირო უმრავლესობას ქმნის, რათა შეზღუდოს ან შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა, მათ შორის საქართველოსთან.

სავიზო ლიბერალიზაციის საკითხს შეეხო საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი.

„EU-ის წევრთა უმრავლესობა უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინააღმდეგია“, – თქვა ევროპელმა დიპლომატმა.

„შეიძლება ითქვას, რომ წევრი ქვეყნების უმრავლესობა ამის წინააღმდეგია ძალიან მარტივი მიზეზის გამო — ჩვენ არ გვინდა, ჩვეულებრივმა ადამიანებმა გადაიხადონ ფასი იმ გადაწყვეტილებებისთვის, ქმედებებისთვის და კანონმდებლობისთვის, რომელიც მიღებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ. ამიტომ ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ მხოლოდ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა.

ამ ეტაპზე გარწმუნებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირში“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ.

Back to top button