
რუსთავის გასასვლელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, გამწვანებისთვის განთავსებული და განათების ბოძები მოგლიჯა და გადატრიალდა.
შემთხვევის დროს 2 ადამიანი დაშავდა და ისინი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა.
როგორც კლინიკის გადაუდებელი დახმარების მორიგე ექიმმა, ლალი ღირსიაშვილმა განგვიცხადა, ორივე პაციეტს აღენიშნება მრავლობითი ტრავმები და უტარდებათ შესაბამისი კვლევები.
ინფო რუსთავი