„ჯერ მანქანას დაეჯახა, შემდეგ კი ქვეითს…“ – რას ჰყვებიან თვითმხილველები თბილისში მომხდარ ავარიაზე – geonewest.com
ახალი ამბები

„ჯერ მანქანას დაეჯახა, შემდეგ კი ქვეითს…“ – რას ჰყვებიან თვითმხილველები თბილისში მომხდარ ავარიაზე

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა, შემდეგ კი, ერთ-ერთი ქვეითს დაეჯახა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა.

„დღეს მოხდა კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა ორთაჭალა ჰესს და ისნის მეტროს ასასვლელს შორის. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილმა გადაკვეთა უწყვეტი ზოლი და ავტომობილს დაეჯახა, რის შემდეგაც დაეჯახა ქვეითს“, – წერენ სოციალურ ქსელში.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

Back to top button