არ დაინდეს, ჯგუფურად სცემეს… 10-15 კაცი თავში ურტყამდა” – ცემით მოკლულია 19 წლის ბიჭი, რას ამბობენ ოჯახის ახლობლები
ვარკეთილში, ფიზიკური ანგარიშსწორებისას დაშავებული 19 წლის ახალგაზრდა მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. შაკო ისაევის გადარჩენას ექიმები 15 ივნისიდან მოყოლებული ცდილობდნენ. ახალგაზრდა კლინიკაში თავის უმძიმესი ტრავმით შეიყვანეს, რომელიც ახალგაზრდამ ვარკეთილში, ქუჩური გარჩევის დროს მიიღო.
ჯგუფური დანაშაულის ბრალდებით დაკავებულია სამი პირი. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
როგორც ოჯახის წევრები “ტვ პირველს”უყვებიან, ქუჩურ გარჩევაში 3-ზე მეტი პირი იყო ჩართული. ისინი დამნაშავეების
“ორივე ძმა ნაცემია, უფროსს ძმას გაუმართლა უბრალოდ, უბრალოდ შაკუნა არ დაინდეს, ჯგუფურად სცემეს. 10-15 კაცი სცემდა მგონი. ტანზე დაზიანებები ბავშვს არ ჰქონდა, თავზე ჰქონდა, ანუ თავში ურტყეს”, – ამბობს ოჯახის წევრი.
საქართველოს პროკურატურა თბილისში ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულ 3 პირს ბრალდებას დაუმძიმებს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურამ გაავრცელა.
“სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული 15 ივნისს დააკავეს. თავდაპირველად დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ლ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჯგუფურად) წარედგინათ და პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობა შეეფარდათ. სამივე დაკავებულს წარდგენილი ბრალდება გადაუკვალიფიცირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჯგუფურად, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
წყარო: hotnews. com. ge