ახალი ამბები
ახალგაზრდა კაცს სახლში მიაკითხეს და იარაღიდან ესროლეს – სასიკვდილოდ დაჭრილი ახლა სიცოცხლისთვის იბრძვის
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს საკუთარ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ამ ეტაპზე სავარაუდო დამნაშავე დაკავებული არაა.
წყარო: resonancedaily. com