ახალი ამბები

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ოჯახი ეძებს ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც თბილისში მოდიოდა და ბოლოს სოფელ მანავში კამერებმა დააფიქსირეს – ოჯახი დახმარებას ითხოვს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ბიჭს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, ის 24 ივლისს, დაახლოებით 11:00 საათზე გაუჩინარდა.

მათივე ცნობით, ახალგაზრდა ბოლოს მანავში დააფიქსირეს. ის თბილისში დაბრუნებას ავტოსტოპით, ან ტაქსით ცდილობდა. რაც მანავის ე.წ. „დრაივებთან“ არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებშიც ჩანს, თუმცა ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება.

დაკარგულს აცვია თეთრი მაისური, შავი შარვალი და შავ-თეთრი Puma-ს სპორტული ფეხსაცმელი.

ოჯახი იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც 24 ივლისს, 11:00-13:00 საათებში, მანავიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდა. თუ ვინმემ ახალგაზრდა გზაზე შენიშნა, გაიყოლა ან ავტომობილში ვიდეორეგისტრატორის ჩანაწერი აქვს, სთხოვენ, დაუკავშირდეს მითითებულ ნომრებზე, ან დარეკოს 112-ში.

591 405 860

551 355 351 
წყარო: resonancedaily. com

Back to top button