
Tik-Tok გამოწვევას კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი ჰყავს. გამოცემა People-ის ინფორმაციით, 12 წლის სებასტიანის სიცოცხლე, სავარაუდოდ, Tik-Tok-ის „გონების დაკარგვის გამოწვევას” ე.წ. blackout challenge-ს ემსხვერპლა.
blackout challenge მომხმარებლებს მოუწოდებს, „სუნთქვა გონების დაკარგვამდე შეიზღუდონ” და ასფიქსია (სუნთქვის შეწყვეტა) გამოიწვიონ.
გამოცემის ცნობით, სებასტიანი საკუთარ სახლში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ოჯახმა სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახა. ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ტრაგედიის შემდეგ, სებასტიანის ოჯახმა განაცხადა, რომ არასრულწლოვნის ამ უეცარ სიკვდილს ცნობილ გამოწვევას უკავშირებენ.
The Independent-ის ცნობით, 2022 წელს აღნიშნულმა გამოწვევამ 18 მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა. უმეტესობა მათგანი 12 წლის იყო.
წყარო : Primetime.ge