ახალი ამბები

მძიმე ავარია მოხდა, დედა-შვილს მანქანა დაეჯახა. სად მოხდა შემთხვევა?

გარდაბანი-რუსთავის გზაზე მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სოფელ ბოტანიკას ტერიტორიაზე დედას და მის 6 წლის შვილს მანქანა დაეჯახა. ინფორმაციას 24news.ge ავრცელებს.

ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც დედა-შვილი გზის გადაკვეთას ცდილობდა. 

ავარიის შედეგად ორივე მათგანი მძიმედ დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

Back to top button