
ხონში მომხდარი საზარელი ავარიის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გარდაცვლილი 16 წლის მათე ლეთოდიანია.
16 წლის მოზარდი მოტოციკლს მართავდა, რა დროსაც ელექტრობოძს შეეჯახა.
ცნობილია, რომ არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
„შენ ჩვენთან უნდა ყოფილიყავი ჩვენო ვაჟკაცო, ჩვენო მათე! უნდა გეოცნება, გეღიმა, გესწავლა და გეცოცხლა ძალიან დიდხანს! დაუნდობელი და უსამართლოა დრო, რომელიც შენთვის საბედისწეროდ გაჩერდა! ჩვენს თვალწინ გაიზარდე ალალი, თბილი, შენი თვალების სითბო არასოდეს დამავიწყდება ჩემო ბიჭო! როგორ გვატკინე და დაგვწყვიტე გული შენს სკოლას, შენს მასწავლებლებს, კლასელებს! ასე ნაადრევად რატომ გაგვიფრინდი, ასე ტრაგიკულად ჩვენო ბიჭო! დღეიდან კიდევ ერთი ვარსკვლავი დაემატება ცას და ეს შენ იქნები მათე! მუდამ იქნები ჩვენს გულებში, ჩვენს ხსოვნაში! მშვიდად განისვენე ჩვენო ბიჭო, ნაადრევად ფრთებშეკვეცილო და სიცოცხლეზე გულდაწყვეტილო!”
„რატო რატოო ღმერთო ჩვენს ქუჩას რატო გამოაკლდი მათუკა შენ ხომ ჯერ პატარა იყავი.მენანები მიწისთვის მათე,ნათელი და სანთელი შენს ლამაზ სულს.ვიზიარებ ამ დიდ მწუხარებას”, – წერენ სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობლები.