
ქუთაისში ავარიაში ტრაგიკულად დაღუპულ მიმი გიორგაძეს დღეს დაკრძალავენ. გოგონას მეგობარმა თათია სვანაძემ სოციალურ ქსელში ტრაგიკულად დაღუპული გოგონას სურვილი გამოაქვეყნა.
,,ძალიან მიჭირს ამ პოსტის დაწერა. ასეთი ტკივილი, ჩვენს სამეგობროში არასდროს ყოფილა და ღმერთს ვთხოვ, რომ არც არასდროს განმეორდეს.
მიმი, რომელიც ჩვენთვის უძვირფასესი და უსაყვარლესი ადამიანი იყო. ისეთი ადამიანი, რომელიც პირველივე ნახვის თანავე შეგიყვარდებოდა უანგაროდ, მთელი გულით. სიცოცხლით სავსე, მზიანი და ნათელი. მის გვერდით ყოფნა ნამდვილად იყო სასწაული.
მისი გადასვენება მოხდება ქუთაისში, წმინდა ახალ მოწამეთა ტაძარში, ხოლო ხუთშათს 15:00 საათზე იქნება მიმის გაცილება.
ახლა კი გწერთ მის ერთადერთ, ბოლო სურვილზე. არ ვიცი, რატომ უნდოდა ასე, მაგრამ როცა მეგობრებთან სიკვდილზე საუბრობდა ერთხელაც უთქვამს:
“როცა გარდავიცვლები, არავის ეცვას შავი. მინდა, ყველა თეთრით მოვიდეს და თეთრი ვარდები იყოს ირგვლივ.”
ეს მისი სიტყვებია. მისი ერთადერთი თხოვნა.
მოდით, ავუსრულოთ მისი საბოლოო სურვილი, და გავაცილოთ მიმი ისე, როგორც თვითონ უნდოდა. თეთრი ტანისამოსით, თეთრი ვარდებით, და დიდი, უსაზღვრო სიყვარულით…” – წერს თათია სვანაძე სოციალირ ქსელში.
ტრაგიკული ავარია ქუთაისში, რამდენიმე დღის წინ მოხდა. ახალგაზრდობის გამზრიზე ლრი ავტომობილი გაჩერებულ ტრაილერს შეეჯახა. ორივე მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
მიმი გიორგაძე თსუ-ში ჟურნალისტიკის პირველ კურსზე სწავლობდა. ის ჭადაკის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტის შვილიშვილია.