
ცოტა ხნის წინ ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს ”mitsubishi io” – ს და Toyota Camry-ს მარკის ავტომობილები შეეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ჯიპი ბენზინგასამართი სადგურიდან გამოდიოდა.
შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაზიანდა ”mitsubishi io” -ს მძღოლი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.
ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფი.