“გარდაცვლილი 16 წლის ბიჭია…“ – რას ამბობს ადგილობრივი, რომელმაც გორში ცხედარი იპოვა – geonewest.com
ახალი ამბები

“გარდაცვლილი 16 წლის ბიჭია…“ – რას ამბობს ადგილობრივი, რომელმაც გორში ცხედარი იპოვა

გორში, ცაბაძის ქუჩაზე ნაპოვნი გარდაცვლილი 16 წლის მოზარდია.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლებმა ბიჭი ერთ-ერთ სადარბაზოსთან იპოვეს.

„პრაიმტაიმი“ რამდენიმე ადგილობრივს ესაუბრა.

„არ ვიცი მკვლელობა იყო თუ რა იყო. მე უბრალოდ ცხედარი დავინახე. ვინაობა არ ვიცით. სისხლი ახლაც ჩანს ძირს. შეიძლება დავარდნის დროს დაარტყა თავი, ზუსტად ვერ გეტყვით…

დილით რომ ჩამოვედი და ძირს დაგდებული ვნახე შოკი მივიღე, ღმერთო, ნეტა არ დამენახა. თვალებიდან არ ამომდის. ამაზე დიდი საშინელება არ მინახავს“, – გვიყვება ერთ-ერთ ადგილობრივი.

ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზის ბიუროშია.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Back to top button